#ლექსები
ნინო დარბაისელი
გავმწარდი, გავცეცხლდი, ჩემო უკრაინა!
ომი - მტერთან და სიკვდილთან ჭიდილია. ვის - მამა იფარავს, იფარავს ვის - მესია. ზოგისთვის - სარფია, შანსი, იდილია, რადგან იარაღი - მაგარი ბიზნესია!
კვდება - ჯარისკაცი. სად ხარ, იარაღო, მტერს რითი შეებას, შიშველი ხელებით? შენი გაწირო და მომხვდური ალაღო? ბრძოლას ვინ მოიგებს მარტო გახელებით?
გავმწარდი, ბოროტი ფიქრები მესია: ვისთვისაც ეს ომი - კარგი ბიზნესია, ახლობლებს რომ ჰკითხო, უკეთილესია, უმზრუნველესია, უგულჩვილესია… რაა შეწყალება! ის - გასასრესია!
მტერი - გარეული, მტერი - შინაური, მიწიერ ჯოჯოხეთს პირი უკრა ვინა! მაინც გაიმარჯვებ, ყველას მოერევი ჩემო უკრაინა, ჩემო უკრაინა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ძალიან ემოციურია ციხე სამწუხაროდ შიგნიდან ტყდებაო და ახლაც ასეა. რა დალევს სინდის და ნამუს გარეცხილებს. 5 ძალიან ემოციურია ციხე სამწუხაროდ შიგნიდან ტყდებაო და ახლაც ასეა. რა დალევს სინდის და ნამუს გარეცხილებს. 5
4. მადლობა ბატონო ოთარ, მუხა, ანანე!
ანანე საყვარელო, აქ ფოტოებს რატომღაც ვერ ვდებ ფეისზე თუ ხართ, იქნებ ამ ლინკს შეყვეთ ჩემთან.
https://www.facebook.com/share/p/AXJmgEpTkdTPnjMB/? გავცეცხლდი, რადგან აღმოჩნდა, რომ კორუფციაა იარაღთან დაკავშირებით უკრაინაში. ერთი ჯგუფი დაიჭირეს ჯერჯერობით, არ არის კარგი მდგომარეობა იქ. ზაფხულმა და შემოდგომამ ვერ მოიტანა დაგეგმილი წარმატება, უცხოელ მოკავშირეებს ფინანსური პრობლემები აქვთ. ,, შინაურები” მოპარულით მდიდრდებიან, ფრონტზე კი თავგანწირული ჯარისკაცია თითქმოს უიარაღოდ.
ისეთ ლექსს შეადარეთ, შედევრს! - მილიონი მადლობის მეტი რა მეთქმის . იხარეთ მრავალჟამიერ!
მადლობა ბატონო ოთარ, მუხა, ანანე!

3. თამამი სიმართლეა და შინაარსშიც მოგყვებით, სურვილშიც. უბრალოდ, ერთი რიგითი მკითხველისთვის "დროშები ჩქარა" პათოსის განცდა მოიტანა და... პატივისცემით... თამამი სიმართლეა და შინაარსშიც მოგყვებით, სურვილშიც. უბრალოდ, ერთი რიგითი მკითხველისთვის "დროშები ჩქარა" პათოსის განცდა მოიტანა და... პატივისცემით...
2. გამარჯვება და დიდება უკრაიბას. გამარჯვება და დიდება უკრაიბას.
1. ძალიან კარგი ლექსია, ღმერთი შეეწიოს უკრაინას და გაამარჯვებინოს! ძალიან კარგი ლექსია, ღმერთი შეეწიოს უკრაინას და გაამარჯვებინოს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|