ბავშვობასავით მახსოვს, ყოველ საღამოს, ჩვენს უბანში, მოხუცი ქალი ჩამოივლიდა ბაზრის ჩანთით და "სემიჩკას" ყიდდა. რუსული აქცენტი ჰქონდა მარიას, ჰო, ასე იყო, მარია ერქვა. რას აღარ ამბობდნენ მასზე, იაღოველი არისო, აგენტი იყო ახალგზარდობაშიო, ალბათ რომ გეკითხა, ყველა კითხვაზე გიპასუხებდა და ნათელს მოჰფენდა მის ისტორიას, მაგრამ მარიასთვის არასოდეს არავის არაფერი უკითხავს, მხოლოდ "სემიჩკას" ყიდულობდა მისგან მთელი უბანი. მე სულ პატარა ვიყავი მაშინ, და ზუსტად მახსოვს, პირველი ვალი მარიასი მქონდა, 10 ან 20 თეთრი, მარილიანი მზესუმზირის ვალი, არასოდეს უთქვამს უარი ნისიაზე, არავისთვის უთქვამს უარი ნისიაზე, არასოდეს მინახავს მის ხელში ნისიების რვეული... ერთ დღესაც გაქრა... მისი გაქრობის არც დღე მახსოვს, არც თვე და წელი, ნელ-ნელა გაქრა, გადაგვავიწყდა, არც სიცარიელე დატყობია უბანს, არც სევდა და სენტიმენტები, არც უბანს, არც მე... უბრალოდ ახლა, როცა ბევრი წელი გავიდა, ზუსტად ვიცი რომ იმ უბანში თუ ამ ლექსს წაიკითხავენ გაეცინებათ, მარიაზე დაწერილ ლექსზე გაეცინებათ, მაგრამ ისიც ვიცი რომ ლექსები სწორედ მარიაზე უნდა იწერებოდეს, რომელიც შეიძლება იეღოველიც იყო და კაგებეს აგენტიც, ახალგაზრდობაში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. სევდიანი მაგრამ კეთილი ლექსია- რომ მოგინდა დაგეწერა, სწორედ მაგიტომ ამ ლექსს და გაფერმკთალებულ მარიას 5 სევდიანი მაგრამ კეთილი ლექსია- რომ მოგინდა დაგეწერა, სწორედ მაგიტომ ამ ლექსს და გაფერმკთალებულ მარიას 5
7. მარია ძალიან კარგია და მიხარია რომ მუსიკა დაბრუნდა შენს პოეზიაში. აქვე, არ გიხდება შენ ცინიკოსობა, მაგრამ როგორც გინდა. მარია ძალიან კარგია და მიხარია რომ მუსიკა დაბრუნდა შენს პოეზიაში. აქვე, არ გიხდება შენ ცინიკოსობა, მაგრამ როგორც გინდა.
6. ჩვენს უბანშიც იყო „სემიჩკის“ გამყიდველი. ხან ფანჯრიდან ყიდდა მზესუმზირას პატარა, სათითესავით ჭიქით, ხან ფანჯრის ქვეშ ქუჩაში იჯდა, თან ყიდდა და თან გამვლელებს ესაუბრებოდა. თითქოს სულ იყო და იყო. მერე დრო გავიდა და გაქრა, აღარ იყო ...
ჩვენს უბანშიც იყო „სემიჩკის“ გამყიდველი. ხან ფანჯრიდან ყიდდა მზესუმზირას პატარა, სათითესავით ჭიქით, ხან ფანჯრის ქვეშ ქუჩაში იჯდა, თან ყიდდა და თან გამვლელებს ესაუბრებოდა. თითქოს სულ იყო და იყო. მერე დრო გავიდა და გაქრა, აღარ იყო ...
5. ხოო.. მე უფრო ის მასევდიანებს, ადამიანები მხოლოდ ემოციას ვჩუქნით ერთმანეთს, იმ დროა ვერ ვიაზრებთ, რომ რაღაცით დახმარება შეგვიძლია, მაგრამ ვერ ვეხმარებით, თითქოს ასეც უნდა იყოს, უნდა უჭირდეთ ადამიანებს, ჩვენ მხოლოდ შეცოდება შეგვიძლია :) ეს მეფიქრება რატომღაც ხოო.. მე უფრო ის მასევდიანებს, ადამიანები მხოლოდ ემოციას ვჩუქნით ერთმანეთს, იმ დროა ვერ ვიაზრებთ, რომ რაღაცით დახმარება შეგვიძლია, მაგრამ ვერ ვეხმარებით, თითქოს ასეც უნდა იყოს, უნდა უჭირდეთ ადამიანებს, ჩვენ მხოლოდ შეცოდება შეგვიძლია :) ეს მეფიქრება რატომღაც
4. მაშინ ასე იყო... ახლა ბავშვობასთანზც ასოცირდება უკვე... მაშინ ასე იყო... ახლა ბავშვობასთანზც ასოცირდება უკვე...
3. "ნელ-ნელა გაქრა, გადაგვავიწყდა, არც სიცარიელე დატყობია უბანს, არც სევდა და სენტიმენტები, არც უბანს, არც მე..."
მგონი თქვენ დაგეტყოთ <3 განცდა მაქვს, რომ უკვე წაკითხული მაქვს. "ნელ-ნელა გაქრა, გადაგვავიწყდა, არც სიცარიელე დატყობია უბანს, არც სევდა და სენტიმენტები, არც უბანს, არც მე..."
მგონი თქვენ დაგეტყოთ <3 განცდა მაქვს, რომ უკვე წაკითხული მაქვს.
2. გეთანხმები პაპუნა ბატონო, ლექსები ყველაზე და ყველაფერზე უნდა იწერებოდეს. გეთანხმები პაპუნა ბატონო, ლექსები ყველაზე და ყველაფერზე უნდა იწერებოდეს.
1. აბა დავტესტოთ აქაურობა, შემთხვევით ხომ არ განვითარებულა ;) აბა დავტესტოთ აქაურობა, შემთხვევით ხომ არ განვითარებულა ;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|