სარა ტისდეილი - სიყვარულის შემდეგ
ჯადოსნურობა აღარ გრძელდება, გაუცხოება დადგა წამხდენი, ჩემთვის ვეღარ იქმ საკვირველებას, არც მე ვარ შენთვის ამის ჩამდენი.
მე ზღვა ვიყავი, შენ კი - გრიგალი, დიდებულება აღარ ელვარებს, მოვდუნდი, როგორც ტალღებმიმცხრალი ზღვისპირა ტბორი, არამღელვარე.
ვერ ააბორგებს ტბორს ქარდიდობა, ზღვა იყალყება როცა შტორმებით, ოდენ სიმყრალეს მატებს მშვიდობა, ზღვაზე მწარეა ანაშმორები.
2 თებერვალი, 2024 წ.
Sara Teasdale - AFTER LOVE
There is no magic any more, We meet as other people do, You work no miracle for me Nor I for you.
You were the wind and I the sea -- There is no splendor any more, I have grown listless as the pool Beside the shore.
But though the pool is safe from storm And from the tide has found surcease, It grows more bitter than the sea, For all its peace.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მაგარია! ორიგინალს მირჩევნია! მაგარია! ორიგინალს მირჩევნია!
5. მართლაც ძალიან ლამაზი თარგმანი გამოვიდა. მართლაც ძალიან ლამაზი თარგმანი გამოვიდა.
4. დიდი მადლობა, ფლორენცია, იხარეთ! დიდი მადლობა, ფლორენცია, იხარეთ!
3. ძალიან ლამაზი თარგმანია ძალიან ლამაზი თარგმანია
2. დიდი მადლობა, მუხა, შევცვალე ბოლო სტროფი. იხარე! დიდი მადლობა, მუხა, შევცვალე ბოლო სტროფი. იხარე!
1. ბოლო უკეთესად შეიძლებოდა. ბოლო უკეთესად შეიძლებოდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|