ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
3 თებერვალი, 2024


რაღაც

რაღაც არის.
ეს რაღაც, ხანდახან სიზმარშია, კანიონებში ჩაჭედილი რომ ხარ და აქა იქიდან მზის სხივები გირტყამს, ამ სიზმარს კი არ აქვს დასაწყისი და დასასრული, უბრალოდ ისეთია, როგორიც არის და ეს შენ არ გაოცებს, ამ დროის არალოგიკური ჯაჭვი არ არის უცნაური.
ეს მომნუსხველი რამე, ძალიან ინტიმურია, იმდენად რომ თვითონ ადამიანთა საკომუნიკაციო ენას არ ცნობს, ვერ გააზიარებ, ვერ ილაპარაკებ, ვერ დახატავ და ვერ დაწერ. არ აქვს სახელი და არც ფორმა.
ცხენების ატრაქციონივითაა, ღამის ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე მოფრინავე რომ ნახო იმას კი არ იფიქრებ, თუ რა უნდა ამას ცაში, ან როგორ დაფრიანვსო, არამედ, უბრალოდ იტყვი, რომ მშვენიერია.
ყოველგვარი ადამიანურობისგან გამიჯნული და თან ამავდროულად ადამიანობ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს რაღაც - არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ ცხოვრებაში, - უბრალოდ გეუფლება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები