#ოპუსები
ნდს
ძლიერი ლექსი
ეს - რაღააო, გაიკვირვებთ. ალბათ რაიმე ეპითეტია კარგი ლექსის მიმართ თქმულიო. არადა ერთი ლექსმცოდნეობითი ტერმინია, (a Mighty line). შექსპირის თანამედროვე დრამატურგმა, ქრისტოფერ მარლოუმ შექმნა ლექსის ეს სახეობა, თავის დრამატურგიულ ქმნილებებში გამოსაყენებლად და მის სახელს უკავშირდება., ვრცლად ასე იწოდება ,, მარლოუს ძლიერი ლექსი” და არ არის გამორიცხული, ვინმეს ამ ავტორის მიმართ გამოთქმულ ზეაღმტაც ეპითეტადაც მოეჩვენოს, არადა კონკრეტული მნიშვნელობა აქვს. რას წარმოადგენს იგი?! ეს - ინგლისური, ურითმო, ხუთტერფიანი იამბია (-/-/-/-/-/), წინამორბედი თეთრი ლექსისა. სახელწოდება “თეთრი ლექსი” შემდგომ ნებისმიერ, რითმით დაუბოლოებელ ლექსზე გავრცელდა, უფრო ფრანგული პოეზიის წყალობით როგორც ლექსის ისტორიის მკვლევარები ერთხმად აღნიშნავენ, შექსპირმა სწორედ თავისი თანამედროვე მარლოუსგან გადაღო ეს ხერხი და თავის ქმნილებებში კიდევ უფრო განავითარა იგი, იმდროინდელ შპიონაჟში ჩართული მარლოუს ნაადრევი სიკვდილის მერე. ერთი გარემოება, რის გამოც შექსპირის ქმნილებათა ნაწილის ავტორად ქრისტოფერ მარლოუს მიიჩნევენ ესეცაა, გარდა იმ ნიშანთა ერთობლიობისა, რომელიც ახასიათებდა ზოგადად იმ ეპოქის დრამატურგიას. ეს - რაც შეეხება ინგლისურ ლიტერატურას და ალბათ დაგებადებოდათ სრულიად ბუნებრივი კითხვა, ქართულ ლექსში თუ მოგვეძევება ანალოგიური რამ. ანუ ტრადიციული, კონვენციული საზომი, სადაც მოხსნილია რითმა. მივყვეთ ლოგიკას! ორბელიანის “მუშა ბოქულაძე” აქ არ გამოგვადგება (4/4/3) რადგან საზომი არატრადიციულია. უფრო ღრმა გენეტიკური ძირების მიგნების მოყვარულებს იქნებ “წყობილსიტყვაობის” ნიმუშებისკენ გაექცეთ ფიქრი, მაგრამ ამ ტექსტების ვიზუალურად მოჩვენებითი ,, თავისუფლება” იმითაა გამოწვეული, რომ არსობლივად, წერილობითად, ლიტერატურულად დაფიქსირებულ იმგვარ ტექსტებს წარმოადგენენ, რომელნიც სხვა სფეროს - მუსიკალურ და არა ლიტერატურულ კანონებსა და წესებს მისდევენ. ქართულში ტრადიციული, ყველაზე გავრცელებული საზომები რომელი გვაქვს? 1. სულ ადრეული - შაირი - მისი ლიტერატურული და ხალხური სახეობებით 2. ქორე- დაქტილური ლოგაედური წყობა, ე.წ. დიდ და მცირებესიკური საზომები ( 5/5/5) და (5/4/5) ივანე მაჩაბელმა სწორედ ეს მეორე მიუსადაგა შექსპირის თარგმანებს და ქართული “ძლიერი ლექსის” ნიმუში მოგვცა. თანამედროვე თავისუფალი ლექსის ერთი ძლიერი ნაკადი გენეტიკურად , შემდგომ ერთი მხრით ბარათაშვილის იმავე, ოღონდ რითმიანი ლექსის შიდა სტრუქტურასა და ინტონაციებს, მეორე მხრით კი მაჩაბელის ძლიერ ლექსს ეყრდნობა. ამას ემატება თავისუფალი გრაფიკა და ამგვარად გვაქვს ქართული თავისუფალი ლექსის გარდამავალი სახეობანი. პრაქტიკულად ტრადიციულსაზომიანი, თეთრი ლექსი, თავისუფალი გრაფიკითა და სპორადული რითმით, ასეთ ლექსს შეიძლება აქა-იქ ახასიათებდეს “რიტმული ამოვარდნები”, თვით თავისუფალი ჩანართებიც კი, მთელი სტროფოიდების სახით. სტროფოიდი - მარტივად, ეს ისეთი გრაფიკული ბლოკია, ფურცელს რომ დახედავთ, ისეთი , ,, სტროფია”, რომელიც ზომით სხვების არათანაბარია - რიტმულად დანარჩენი მონაკვეთების არათანაბარზომიერია, არაკონვენციურია, (კონვენციური სტროფის სახეობებზე ხომ ვთქვით ადრე, გეხსომებათ, რომ მათგან ჩვენს ლექსში ყველაზე გავრცელებულია ოთხტაეპედი - ოთხსტრიქონედი - კატრენი) ეს - ისეთი მონაკვეთია, რომელიც ინტერვალით კი გამოიყოფა, მაგრამ დანარჩენებს - სისტემურად არ იმეორებს. (თუმცა შეიძლება გამონაკლისთა (!) მოძიებაც)
დავალება:
1. გაიხსენეთ და ჩამოწერეთ საუკეთესო ნიმუშები ქართული ,,ძლიერი ლექსისა”
2. სცადეთ, დამოუკიდებლად შექმნათ იგი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. როგორი საინტერესო პუბლიკაციას წერ , სად არიან აქაური მომავალი პოეტ-მწერლები, ლიტერატორები, ამაზე საინტარესო რა უნდა წაიკითხონ , რომელია" ძლიერი ლექსი" რითმიანი თუ ურითმო , მოდი და გაიგე... ცნობილია, რომ ბერძნული და ლათინური პოეზიაც არ ცნობს რითმას , შექსპირიც ხშირად წერდა ურითმოდ, არ არის გარითმული ბლოკის" თავისუფალი აზრებიც" ტრადიცია შეხედულებათა საერთო ენას აყალიბებს, რითაც ვეხებით იმას, რაც იყო და რაც უნდა მოხდეს, რომელი ფორმაა უფრო მისაღები დანტეს ტერცინები, შექსპირის ტრაგედიების ურითმო ფრაგმენტები თუ მისივე რითმიანი, მკაცრ სტროფულ ფორმაზე აგებული კლასიკური სონეტები? რომელია ძლიერი ლექსი" პოეზიაში არის მარადი ტრიალი წერდა ვალერიან გაფრინდაშვილი...მომავალში მოსჩანს წარსული და წაესულში მომავალი" დავალება პირველს შევასრულებ , მეორეს ვერ შევძლებ . სად მაქვს მაგის ტვინი.
როგორი საინტერესო პუბლიკაციას წერ , სად არიან აქაური მომავალი პოეტ-მწერლები, ლიტერატორები, ამაზე საინტარესო რა უნდა წაიკითხონ , რომელია" ძლიერი ლექსი" რითმიანი თუ ურითმო , მოდი და გაიგე... ცნობილია, რომ ბერძნული და ლათინური პოეზიაც არ ცნობს რითმას , შექსპირიც ხშირად წერდა ურითმოდ, არ არის გარითმული ბლოკის" თავისუფალი აზრებიც" ტრადიცია შეხედულებათა საერთო ენას აყალიბებს, რითაც ვეხებით იმას, რაც იყო და რაც უნდა მოხდეს, რომელი ფორმაა უფრო მისაღები დანტეს ტერცინები, შექსპირის ტრაგედიების ურითმო ფრაგმენტები თუ მისივე რითმიანი, მკაცრ სტროფულ ფორმაზე აგებული კლასიკური სონეტები? რომელია ძლიერი ლექსი" პოეზიაში არის მარადი ტრიალი წერდა ვალერიან გაფრინდაშვილი...მომავალში მოსჩანს წარსული და წაესულში მომავალი" დავალება პირველს შევასრულებ , მეორეს ვერ შევძლებ . სად მაქვს მაგის ტვინი.
1. Tsisa Jokhadze
ეს მარი დარჩიაშვილს დავუწერე, მაჩაბელის თარგმანიდან ერთი ფრაგმენტი რომ დამიდო
Mara Darchiashvili ეგაა ზუსტად! ეგ ლოგაედები ეგეთ რაღაცას იტანს, ძალიან მოქნილი საზომია, ძირები - აღმოსავლური აქვს, ბესიკის მიერ ქალაქური , ხალხური სიმღერების რიტმის ათვისების შედეგად მიიჩნევა, მერე ჩვენმა “რომანტიკოსებმა “ აიტაცეს”, ბარათაშვილმა - შედევრები მაგ საზომით შექმნა
ჰოი მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი, წაველ წყლისა პირს ,სევდიანთა ფიქრთ გასართველად , მირბის მიმაფრენს უგზო- უკვლოდ ჩემი მერანი, ნაპოლეონმან გადაავლო თვალი ფრანციას
ა. ჭავჭავაძის გოგჩა დამავიწყდა ილიას ყვარლის მთები კიდევ… მოკლედ, მეცხრამეტედან დღემდე - შედევრების საზომია, რა !???? Tsisa Jokhadze
ეს მარი დარჩიაშვილს დავუწერე, მაჩაბელის თარგმანიდან ერთი ფრაგმენტი რომ დამიდო
Mara Darchiashvili ეგაა ზუსტად! ეგ ლოგაედები ეგეთ რაღაცას იტანს, ძალიან მოქნილი საზომია, ძირები - აღმოსავლური აქვს, ბესიკის მიერ ქალაქური , ხალხური სიმღერების რიტმის ათვისების შედეგად მიიჩნევა, მერე ჩვენმა “რომანტიკოსებმა “ აიტაცეს”, ბარათაშვილმა - შედევრები მაგ საზომით შექმნა
ჰოი მთაწმინდავ, მთაო წმინდავ, ადგილნი შენნი, წაველ წყლისა პირს ,სევდიანთა ფიქრთ გასართველად , მირბის მიმაფრენს უგზო- უკვლოდ ჩემი მერანი, ნაპოლეონმან გადაავლო თვალი ფრანციას
ა. ჭავჭავაძის გოგჩა დამავიწყდა ილიას ყვარლის მთები კიდევ… მოკლედ, მეცხრამეტედან დღემდე - შედევრების საზომია, რა !????
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|