სარა ტისდეილი - მოდი
მოდი, როცა მკრთალი მთვარე ფურცლის მსგავსი, გაზაფხულის მარგალიტის მწუხრში ცურავს, მოეშურე, ჩამიკარი გაწვდილ მკლავით, ბაგემ შენი ტუჩის სიტკბო მოისურვა!
მოდი, რადგან ცხოვრებაა სუსტი ჩრჩილი, ჩაჭერილი გასულ წლების ქსელის ქვევით და მალევე სიკვდილისთვის გაჩენილნი, ბალახებში მიყრილ ქვებად გადვიქცევით.
25 თებერვალი, 2024 წ.
Sara Teasdale - Come
Come, when the pale moon like a petal Floats in the pearly dusk of spring, Come with arms outstretched to take me, Come with lips pursed up to cling.
Come, for life is a frail moth flying Caught in the web of the years that pass, And soon we two, so warm and eager Will be as the gray stones in the grass.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კარგი თარგმანი ლამაზი და სევდიანი ლექსის.
რატომ მოიკლა თავი , ლამაზმა ქალმა.ცნობილმა პოეტმა სარა-ტისდეილმა?! კარგი თარგმანი ლამაზი და სევდიანი ლექსის.
რატომ მოიკლა თავი , ლამაზმა ქალმა.ცნობილმა პოეტმა სარა-ტისდეილმა?!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|