ოთახიდან ოთახში ვეძებ საღ აზრს ბღუჯაში ტყუილების, გაქცევების, სირაქლემის პოზაში გაქეზება ერთი არის, გონი მირბის ქუჩაში ფიზიკური სხეულით კი ვზივარ ბროლში, შუშაში.
სევდისა და ტკივილების თვითშეთითხნილ კონაში ხელში მხვდება სიხარული... შემომეფშვნა ორ წამში. ავად ვარ თუ მეჩვენება... ვინ გაბედავს, ვინ მანდობს ანდა დაიჯერება კი? ყველა ყველას ღალატობს.
სამართალი, სიყვარული, სუნთქვა, ბედნიერება ცხოვრება დუღს, დრო არ ითმენს, ფეთქავს ქვეყნიერება მიკაკუნებს მერვე სართულს ომის, სისხლის წადილი მოვიხსენი, გადავაგდე ჩემი თეთრი მანდილი.