ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
8 მარტი, 2024


Sara Teasdale - I Am Not Yours

სარა ტისდეილი - არ ვარ შენი საკუთრება პირადი

არ ვარ შენი საკუთრება პირადი,
მაგრამ მსურს, თუ შენში გავიფანტები,
ვით ინთქმება დღეში შუქი ჩირაღდნის,
ზღვის წყალს როგორც ემატება ფანტელი.

გიყვარვარ და მათბობს თვალთა მზეობა,
შენი სულიც ლამაზია, ჯანმრთელი,
თუმც მე მე ვარ, მინდა ჩემი მეობა
ჩაიკარგოს, ვით ნათელი ნათელში.

ღრმად ჩამძირე სიყვარულში - ჩამიხშე
შეგრძნებები, - გავხდე ყრუ და უშტარი,
გადამეცი შენი ტრფობის ქარიშხლებს
კელაპტარი, ქარშიც შეუსუსტარი!

8 მარტი, 2024 წ.


Sara Teasdale - I Am Not Yours

I am not yours, not lost in you,
Not lost, although I long to be
Lost as a candle lit at noon,
Lost as a snowflake in the sea.

You love me, and I find you still
A spirit beautiful and bright,
Yet I am I, who long to be
Lost as a light is lost in light.

Oh plunge me deep in love -- put out
My senses, leave me deaf and blind,
Swept by the tempest of your love,
A taper in a rushing wind.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები