მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ლელა-65
ჟანრი: პოეზია
10 მარტი, 2024
* * *
როცა სიჩუმე საფეთქელს გიმტვრევს,
მთვარეა შუქით სავსე კარდალი
და ქარი ჯერაც შეუთხვზელ რითმებს,
ფოთლებში ურევს ხელის კანკალით.
კედლის გარსიდან გაღწევას ლამობ...
გადაფხეკილი ფრესკის თვალებით,
რომ დამტვრეული თითებით თალო,
სიტყვები გულში გამოსატევი.
ქარმა შთაგბეროს სული უცრემლო,
მუზის ნაპერწკლით ანთებულ კანდელს.
დრომ დაწყევლილი, კალმით მოგცელოს
დაუწერელი ლექსებით გკლავდეს,
რომ მიგატოვონ ვინც გვერდით გყავდა
(სხვასთან წავიდნენ ბუკით ნაღარით)
ავადმყოფობა ეგონოთ რადგან
"ლექსები ტანზე გამონაყარი..."
ლელა ლაჩაშვილი
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
კარგია.
კარგია.
მუხა.
2024-03-11 00:51:02
1.
დიახ
დიახ
სერგეი.
2024-03-10 22:34:51
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
22.09.2026 03:24:59