ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2024


გაფრენა კლდიდან

ნინო დარბაისელი

გაფრენა კლდიდან

ვიცი, მე რომ მოვკვდები,
შეიცვლება სამყარო
და შენც შეიცვლები.

გულო, რად მიროკდები?
რომ სამყაროს გამყარო?
ჯერ კიდევ მაქვს წლები.

მხარს მატყვია  ნაკლდევი,
მზეო, ადრე ნამხარო,
ასე გაგეცლები.

ცოცხალს - არსად მაკლდები,
რა უცვლელო, რა მყარო,
მკვდარი - გენაცვლები!

ჩემს დამმარხავს  ვთხოვ კდემით,
კუბოს მიწა მაყაროს,
ვით ყურძნის მარცვლები.

ვიცი, მე რომ მოვკვდები,
არაფერი მოხდება,
არც შენ შეიცვლები…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები