 | ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 7 აპრილი, 2024 |
#ლექსმცოდნეობითი_ოპუსები
ნდს
გაფრენა კლდიდან და ლურჯა ცხენები
ამ ლექსის რიტმული ქარგა დღემდე ცნობილებიდან უიშვიათესი რიტმული საზომია ქართული ლექსისა. პირობითად დავწერ მათთვის, ვისაც ასეთი ამბები ესმის: მეორე პეონი /დაქტილი, მეორე პეონი/დაქტილი, მეორე პეონი/ქორე. ხოლო ციფრებით ასე გამოისახება:
4/3 4/3 4/2
4/3 4/3 4/2 და ა. შ. მეორე პეონი რომ დიქორეში ადვილად გადადის - ეს კარგად იცის იმან, ვისაც ლექსის რიტმიკა ესმის. ვარიაციებისთვის - ეს მომენტი გამოვიყენე. ეს ვარიაცია - მთლიანად საავტოროა, ანუ ჩემია. ვოტ ტაკ! ეგ რა არის, საერთოდ გავუბერე და თან ეს “მოკლე” საზომიანი ლექსი მუხლებთან ყველგან გავრითმე და ამით მუხლი ტაეპად ,,გავაფორმე” (abc, abc, abc, abc, abc, abc). მგონი, ერთხელ პაატა ნაცვლიშვილს დავპირდი, რაღაცას, ასეთს ვიზამ-მეთქი. აი, რას უშვრება მოცალეობა ადამიანს. ხომ გეუბნებით, ჩემი უსაქმოდ გაჩერება არ შეიძლება, არაააა!???? მეოცე საუკუნის ქართული კონვენციური პოეზიის ისტორიამ იცის შემთხვევები, დიდ ცეზურასთან გაჭრილი მუხლების შეერთებით გზით “გატაეპებისა”. ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევაში საზომი, ცხადია, ვრცელი გამოდის, მაგრამ ტაეპის ბოლოკიდური რითმები წინაცეზურულ, (დიდცეზურულ) შიდარითმებად გადაიქცევა ხოლმე. ეს ორი წინაპირობით შეიძლება იყოს გამოწვეული:
1. პოლიგრაფიული ინტერესის გამო, ადგილის ეკონომიისათვის, გამომცემლები ზოგჯერ სთავაზობენ ავტორს ამგვარი რამის გაკეთებას. (ტექსტის “დამოკლებას”) 2. ავტორი თავდაპირველი ინტენციით იწყებს მოკლე საზომის გარითმვას, დასაწყისს გასცდება, ლექსის შუაწელამდე ან რაღაც მომენტამდე მიდის და გადაიფიქრებს, დასასრულ, შედარებით მოკლე ტაეპებს აერთებს ანუ ორ მოკლე ტაეპს თავადვე გადააქცევს ერთ ვრცელ ტაეპად და შესაბამისად, სადამდეც ჰქონდა ლექსი გარითმული, იქამდე - წინაცეზურულ შიდარითმებს ვიღებთ. როგორ არა, გვქონდა გვიანსაბჭოურ პერიოდში ასეთი პრაქტიკაც: რაკი ანაზღაურება ტაეპთა რაოდენობით ხდებოდა. მეტი ჰონორარის მიღების მიზნით, ავტორები სტრიქონებზე ,, ჩეხავდნენ” ადრე მთლიანი სახით გამოქვეყნებულ ტაეპებს. სხვაფრივ - არაფერს რითმავდნენ, აღარაფერს ცვლიდნენ პოეტურ ტექსტში. შედეგად, ლექსის გრაფიკული სახის ამგვარი ცვლილების გამო, ტექსტი პაუზებით კი მეტად მდიდრდებოდა, მაგრამ ამ პაუზებს მხატვრული, გამომსახველობითი ფუნქცია არ გააჩნდა.
ნინო დარბაისელი
გაფრენა კლდიდან
ვიცი, მე რომ მოვკვდები, შეიცვლება სამყარო და შენც შეიცვლები.
გულო, რად მიროკდები? რომ სამყაროს გამყარო? ჯერ კიდევ მაქვს წლები.
მხარს მატყვია ნაკლდევი, მზეო, ადრე ნამხარო, ასე გაგეცლები.
ცოცხალს - არსად მაკლდები, რა უცვლელო, რა მყარო, მკვდარი - გენაცვლები!
ჩემს დამმარხავს ვთხოვ კდემით, კუბოს მიწა მაყაროს, ვით ყურძნის მარცვლები.
ვიცი, მე რომ მოვკვდები, არაფერი მოხდება, არც შენ შეიცვლები…
დავალებაც ხომ გვინდა, არა?! 1. ეს ცოტა გაგიჭირდებათ არაპროფესიონალებს: მოიძიეთ ქართულ კონვენციულ პოეზიაში შიდა ცეზურულრითმიანი ლექსის ნიმუშები. 2. ეს - ადვილია: გაიხსენეთ გალაკტიონის ,,ლურჯა ცხენები” და დაუკვირდით: 1. აქვს თუ არა შიდაცეზურული რითმები. 2. ბოლომდე მისდევს თუ არა ლექსს ეს შიდაცეზურული რითმები. 3. სცადეთ, ახსნათ, რით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული.
და საერთოდ, რამე ლექსს მიჯაღანავ თუ არა, ჩემსავით პირდაპირ გენიოსის ,, ლურჯა ცხენები” უნდა გაიხსენო და კიდეც შეედარო. ეს - შემოქმედებითი ამბიციის დასაცხრობად - უებარი წამალია. ????
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. #ლექსმცოდნეობითი_ოპუსები
ნდს
ნათურა და ჭიქა ქარ-წვიმაში
ვმოგზაურობთ. ვართ სადღაც, გადასაკარგავში, სასტუმროში. გარეთ - გაუთავებლად წვიმს და ქარია. როგორც პაპაჩემს უყვარდა თქმა, “კიდევ მამნახა ჩემმა ჩვეულებრივმა მოწყინებამ”. არალიტერატორი მეგობრები აქ არ დაიბნეთ! ეს - ჩემი ბიოლოგიური პაპის - გოგიასი კი არა, არც იოსებ ჩხიკვაძისა, არამედ სულიერი პაპის - ნიკოლოზ ბარათაშვილის სიტყვებია.
გუშინ ერთი იშვიათი საზომის ვარიაციებით რომ ვერთობოდი, თემო ჭახნაკიამ გივი გეგეჭკორის ლექსები გადმომიგდო და იქიდან ერთმა - ახალი იდეა გამიჩინა :
4/3, 4/3, 4/2 - ის ვარიაციები დამოუკიდებლად ხომ უკვე გავაკეთე მანამდე, სამტაეპიან სტროფებად. მერე , შემდეგ პოსტში რაიმე, ინვერსიულიც ხომ ვცადე, ისევ ტერცეტებად 3/4, 3/4, 3/3, ახლა მინდა ამ დარდიან გულზე 2/5, 2/5, 2/4 დავამუშაო. კი აქვს გივი გეგეჭკორს ამისი ნიმუში, მაგრამ რიტმული ინერცია ამ თითქოს უცხო და სინამდვილეში კი, საკმაოდ მოქნილი საზომის რიტმს, წინა ტაეპების რიტმულ მდინარებას , “სახადივით გადასდებს”. თემა? … თემა რა იყოს?… ახლა სასტუმროს ნომერში ვართ შემოკეტილი და პირველი, რაც დავინახე, რომ მიმოვიხედე, ნათურაა და ერთი ჭიქა. იყოს ჯერ ნათურა!
შესაქმე
ქვეყნად ყველა ნათურა, თუნდაც ფიქრთ გასართველი, (ზოგს - ასწვდება იქ - რა!)
ამბობს, ღმერთის ნატურა, ყველგან, მარად მმართველი, ჩემში ჩამოიქნა.
სხვისი ისმინა, თუ რა, ბრძანა, “იქმნეს ნათელი” და ნათელი იქმნა!
- - -
ესეც მეორე
ჭიქა
ლხინი - აქ, ჭირი - იქა, ვიდგე მე მაგიდაზე, სავსე - დასალევით.
სმას სჭირდება ტექნიკა, გული - რად გადარაზე, დარდსაც მოვერევით.
ხედავ? გაგძვრა სმით სიქა, გინდა სთქვა კიდევ რაზე? წვენში - სპირტის რევით?
რა ვქნა, თუ ვარ მე ჭიქა, ვატყობ, რომ გაგაბრაზე. ნაღველს ნუმც ვეძლევით!
დაბლა - მიწა იზნიქა, ორთქლია - ფანჯარაზე. უფალია -ზევით! #ლექსმცოდნეობითი_ოპუსები

დაბლა - მიწა იზნიქა, ორთქლია - ფანჯარაზე. უფალია -ზევით!
1. #ლექსმცოდნეობითი_ოპუსები თენგო ავსაჯანიშვილი Temo Tchakhnakia
ნდს
ფიროსმანის კამეჩი, არწივი და კალმახი
წუხელ ერთი პატარა ოპუსი დავდე. ავიღე როლანდ ბერიძის მიერ თეორიულად შემუშავებული რიტმული ქარგა და ჩემი , საკუთარი რიტმული ვარიაცია შევქმენი მასზე. საერთოდ, ვერ ვიტყოდი, რომ ჩემს ლექსმცოდნეობით ოპუსებს აქ ვინმე დიდ ყურადღებას აქცევს. უფრო - ჩემთვის ვერთობი, მაგრამ წუხელ ნამდვილად საინტერესო განხილვა გაიმართა . თენგო ავსაჯანიშვილს ჯერ იმავე ქარგაზე გივი გეგეჭკორის ვარიაციები გაახსენდა, მერე თავისი მშვენიერი ლექსიც გაგვიზიარა, რომელიც , როგორც აღნიშნა, გეგეჭკორის რიტმით ყოფილა ინსპირირებული. დღეს ახალგაზრდა კრიტიკოსი თემო ჭახნაგიაც შემოგვიერთდა და გეგეჭკორისეული კიდევ ერთი ნიმუში შემოგვაშველა
ეს ტექსტი - მის კომენტარად დავწერე და რაკი მექმნება შთაბეჭდილება, რომ სხვაც შეიძლება დაინტერესდეს ამ ვერსიფიკაციული თამაშებით, უცვლელად გადმომაქვს. მეპატიოს სხვა მკითხველრბთან, ცოტა არ იყოს ფამილიარული სტილი, რომელსაც მეგობრისა და ახალგაზრდა კოლეგის თემო ჭახნაგიას მიმართ ვიყენებ
თემო ჭახნაგიას:
მადლობა გივი გეგეჭკორის საინტერესო ნიმუშის მოწვდისთვის. თარიღები - არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ვარიაციის ძირითად - ქორეულ სქემასთან სიახლოვით თუ ვიმსჯელებთ, ამ ლექსს მისივე ,, კინოში წასვლა” უნდა უსწრებდეს. გაქვს საშუალება, რომ შეამოწმო?
ჩვეულებრივ ასე ხდება:
ახალ საზომზე რომ მუშაობს პოეტი, სქემასთან თავდაპირველად, უფრო ახლო რჩება. იგივე შეინიშნება ლექსის დასაწყისშიც. მერე ავტორი იწაფება და მეტ და მეტ ინდივიდუალურ თავისუფლებასაც აძლევს თავს.
მერე ალბათ აღმოაჩინა, რომ მეორე პეონი არა მხოლოდ ადვილად გადადის დიქორეში, ასე:
(-/ - -). > ( / - +. / -) ანუ 2+2-ში
არამედ რიტმული მოცემულობის ბოლო ტაეპი 4+2 = 6 , შეიძლება, ორ დაქტილადაც (3+3) იქცეს.
***
რა კარგი აზრი დამებადა! გინდა? -
4/3 4/3 4/2
რომელიც მე მაქვს, ასეთ ქარგად ვადავაკეთოთ და რიტმული ვარიაციები ვცადოთ:
3/4 3/4 3/3
მარცვლოვანება ხომ იგივე გვაქვს (7-7-6) და ნახე, რა ახალი პერსპექტივები იშლება!
თემა, რაკი წუხელ მე ფიროსმანის კამეჩზე, არწივზე და კალმახზე ვწერდი, რომ არ ვეძებოთ, ბარემ ეს სამი იყოს!
სანიმუშოდ რამდენიმე სტროფს ავაწყობ:
ფიროსმანის თეთრი კამეჩები
დამდგარან კამეჩები, შევცქერი, და მე ჩემი საფიქრი მაწუხებს.
სითეთრეს დავეჩვევი, მე ალბათ დავეცემი. გავუძლებ მარწუხებს?
და აშ. - - -
ფოროსმანის არწივი
არწივი - ფრთაგაშლილი. ეს მზერა - მტაცებლური მნახველსაც აფეთებს.
სიშავე - გადაშლილი, წაიღებს ბედი კრული ამ კურდღლის ნაფლეთებს.
- - - ფიროსმანის კალმახი
კალმახი მოფართხალე, სიზმარში მომელანდა, ოქროსფერ ხალება
იმგვარად გავიხარე, მას მერე ვმღერივარ და დამდგარა ხარება
და .ა. შ. #ლექსმცოდნეობითი_ოპუსები თენგო ავსაჯანიშვილი Temo Tchakhnakia

და .ა. შ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|