| ავტორი: თემური57 ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 7 აპრილი, 2024 |
რას ნიშნავს ახალი ქართული ენა? სააზროვნოდ მეტი დრო რომ დარჩეს მკითხველს, ბევრს არ მივედ-მოვედები. ისედაც, ჩემი შეკითხვის პასუხი არ მოითხოვს ,,მთების გადაბრუნებას“, მარტივია ან არსებობს ან არა!
თეიმურაზ ბატონიშვილი ქართული ენის შესახებ გვაწვდის შემდეგ ცნობას (სხვებიც): ,,(კვალად იგივე ვახტანგ)ფარნავაზ პირველისა მეფისა მთხრობისა შინა ,,ამან ფარნავაზ პირველმან მეფემან განსწმინდა და გაამშვენიერა ენა ქართული და პურველივე მდგომარეობასა ზედა აგო და შექმნაცა მხედრული წერილი“ (თეიმურაზ ბატონიშვილი. გვ. 34).
ის აქვე ამასაც ამბობს: ,,ქართლოს, რომელიც წინაპართა ჩვენთა იქმნა ნათესავთ-მთავარი, იგი თვთ და ყოველნი ძენი, ძმანი, შთამომავალნი და ერნი მისნი მომზრახვ იყვნეს ივერიელად ისე იგი ქართველად ზრახვითავე ამგვარითა, რომელთაცა ვმეტყველებთ აწ“ (თეიმურაზ ბატონიშვილი. გვ. 34).
როდის, ვინ და რომელი წლიდან დაადგინა ძველი ქართული ენის გაუქმება და შექმნა ახალი ქართული ენა?
დავაკვირდეთ ზემოთ მოტანილ ციტატებს (თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნი გამოიცა 1848 წელს), ტექსტები ადვილი გასაგებია. ამასთან, მასში გვხვდება ე.წ. თანამედროვე სიტყვები შეუცვლელი ფორმებითა და აზრობრივი დატვირთვით (გაგებით). მაგ: იგივე, ემა ქართული, მხედრული, იგი, ვმეტყველებთ და ა.შ.
კითხვა: ციტატები, რომელი ქართულია. ძველი თუ ახალი?
საბჭოთა პერიოდში ასეთი სიმღერა შექმნეს (არ ვციტირებ) ,,დავანგრევთ ყველაფერ ძველს, თანაც საფუძვლამდეო და ავაშენებთ ახალსო".
თუ საფუძველს ხელს ვერ ახლებ და მასზე დააშენებ რაღაცას, ეს ახალია? ... საფუძველსაც რომ ახალს გაუკეთებ და მერე ახალს დააშენებ, ეს არის ახალი!
მკითხველი ალბათ მიხვდა ჩემი შეკითხვების არსს, მაინტერესებს მათი აზრი. ისევ განვმეორდები: როდის, ვინ და რომელი წლიდან დაადგინა ახალი ქართული ენის შემოღება?
ჰო, მთავარი! სულმნათი ივ. ჯავახიშვილი, რომელი ენით საუბრობდა, ძველით თუ ახალი ქართულით? ან აკაკი შანიძე?
ჩემი აზრით, ეს ენა, რომელზეც ჩვენ დღეს ვმეტყველებთ, არის გათანამედროვებული, გამშვენიერებული ან ამგვარი სხვა განმარტებით, ქართული ენა.
ისე, არც იმას ვეთანხმები, ვთქვათ, ზმნის ეს ფორმა ,,წევიდა“, არასწორია და გრამატიკულია - წავიდა ან სხვა.
აგრეთვე, არაბული, სპარსული, თურქული და ა.შ სიტყვები დააკანონეს და დაარქვეს ახალი ქართული ენა. მაგ: ფანჯარა - სარკმელი და სხვ.
მე, იმერელი ვარ და ასეთი ,,შეცდომა“ პირად საუბრებში მომდის, ასე ვესაუბრები ნაცნობ-უცნობებს, ისინიც ამგვარად საუბრობენ. მხოლოდ ოფიციალური ურთიერთობების დროს ვცდილობ თანამედროვე გრამატიკით ზრახვასა და წერას. ამიტომ, უწიგნურად ჩავითვლები? ან ნახევრადსვანიცა ვარ და სვანურად საუბარი არაგრამატიკულია? თან იმ შემთხვევაში, როცა ისიც კი არ ვიცი, ახალი ქართული ენა ვინ შექმნა.
,,იწევს“ წარსულისკენ ჩემი გენები. ჩვენი წინაპრები ხომ ასე საუბრობდნენ, რატომ უნდა ვებრძოდე ყოველდღიურად ,,სისხლის ყივილს“? ... ეს რა უბედურებაა! ! !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ჩავთვალე, რომ განმარტება უნდა გავაკეთო, თუმცა ეს ალბათ ტექსტში უნდა ამესახა. ,,წევიდა-მევიდათი" ვსაუბრობ-მეთქი ეს ჩემს თავზე იმიტომ ვთქვი, რომ მაგალითად მოვიყვანე და ვგულისხმობდი მეტყველებისას გრამატიკული შეცდომების დაშვებას. ასე, ხომ მთელი საქართველო საუბრობს? ე. ი. გვაქვს ერთი ენის ორი ფორმა, ყოველდღიური, ვთქვათ საჯარო და გრამატიკული, რომელზეც ალბათ მხოლოდ სპეციალისტები საუბრობენ.
ანუ, ჩვენს ენას, რბილად რომ ვთქვათ, ყოველდღიური ბწკენა-ბწკენით ვაყენებთ ზიანს.
ამას ვგულისხმობდი, თუკი მუდმივად შეცდომებით ვსაუბრობთ (ავღნიშნე, მიმართებაში, მოედანში და ა.შ.) ვისთვისაა საჭირო ეს მოთხოვნები?
თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობებით, ქართლოსი და მისი მოდგმა ივრის ხეობაში, დაახლოებით ძვ. წ. 2700 წელს დასახლდა და საფუძველი ჩაუყარა ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, ზემოთ ხომ მიწერია, ჩვენთვის გასაგებ ენაზე საუბრობდნენო, ანუ ქართულ ენაზე. მას მერე ორმოცდარვა საუკუნეა გასული და ამ ენამ ჩვენამდე მოაღწია. გრამატიკა, როგორც ასეთ, არც იცოდნენ რა იყო, მითუმეტეს თანამედროვე.
რაც შეეხება ახალ ქართულ ენას, თქვენი აზრი ამაზეც მაინტერესებს.
ჩავთვალე, რომ განმარტება უნდა გავაკეთო, თუმცა ეს ალბათ ტექსტში უნდა ამესახა. ,,წევიდა-მევიდათი" ვსაუბრობ-მეთქი ეს ჩემს თავზე იმიტომ ვთქვი, რომ მაგალითად მოვიყვანე და ვგულისხმობდი მეტყველებისას გრამატიკული შეცდომების დაშვებას. ასე, ხომ მთელი საქართველო საუბრობს? ე. ი. გვაქვს ერთი ენის ორი ფორმა, ყოველდღიური, ვთქვათ საჯარო და გრამატიკული, რომელზეც ალბათ მხოლოდ სპეციალისტები საუბრობენ.
ანუ, ჩვენს ენას, რბილად რომ ვთქვათ, ყოველდღიური ბწკენა-ბწკენით ვაყენებთ ზიანს.
ამას ვგულისხმობდი, თუკი მუდმივად შეცდომებით ვსაუბრობთ (ავღნიშნე, მიმართებაში, მოედანში და ა.შ.) ვისთვისაა საჭირო ეს მოთხოვნები?
თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობებით, ქართლოსი და მისი მოდგმა ივრის ხეობაში, დაახლოებით ძვ. წ. 2700 წელს დასახლდა და საფუძველი ჩაუყარა ქართული სახელმწიფოს მშენებლობას, ზემოთ ხომ მიწერია, ჩვენთვის გასაგებ ენაზე საუბრობდნენო, ანუ ქართულ ენაზე. მას მერე ორმოცდარვა საუკუნეა გასული და ამ ენამ ჩვენამდე მოაღწია. გრამატიკა, როგორც ასეთ, არც იცოდნენ რა იყო, მითუმეტეს თანამედროვე.
რაც შეეხება ახალ ქართულ ენას, თქვენი აზრი ამაზეც მაინტერესებს.
2. მადლობა მუხა. მეტი მოცულობით იმიტომ არ დავწერე, რომ სხვების აზრი მაინტერესებს.
გრამატიკა არ უნდა იყოს შეზღუდვების ერთობლიობა. ენა საუკუნეების განმავლობაში ისედაც განიცდის ცვლილებას (ტრანსფორმაციას) და რას ნიშნავს ახალი ქართული ენა, ეს მაინტერესებდა, არასპეციალისტებისაგან., რადგან რამდენიმე სპეციალისტმა არ მიპასუხა.
მე-17 საუკუნის ადამიანის ქართული ენა, მისთვის ახალი იყო და ფარნავაზის დროინდელი, ძველი? ენის სიახლის საწყისს რა განსაზღვრავს?
ასე, ხომ ყველა ეპოქის ადამიანს შეეძლო ეთქვა, ჩვენი ენა ახალია და პირობითად ხუთი საუკუნის წინანდელი ძველიო.
მადლობა მუხა. მეტი მოცულობით იმიტომ არ დავწერე, რომ სხვების აზრი მაინტერესებს.
გრამატიკა არ უნდა იყოს შეზღუდვების ერთობლიობა. ენა საუკუნეების განმავლობაში ისედაც განიცდის ცვლილებას (ტრანსფორმაციას) და რას ნიშნავს ახალი ქართული ენა, ეს მაინტერესებდა, არასპეციალისტებისაგან., რადგან რამდენიმე სპეციალისტმა არ მიპასუხა.
მე-17 საუკუნის ადამიანის ქართული ენა, მისთვის ახალი იყო და ფარნავაზის დროინდელი, ძველი? ენის სიახლის საწყისს რა განსაზღვრავს?
ასე, ხომ ყველა ეპოქის ადამიანს შეეძლო ეთქვა, ჩვენი ენა ახალია და პირობითად ხუთი საუკუნის წინანდელი ძველიო.
1. კრიტიკა-პუბლიკაცია ძალიან საინტერესოა, მეტი მოცულობით შეიძლებოდა.
როდის, ვინ და რომელი წლიდან დაადგინა ახალი ქართული ენის შემოღება? პასუხი უნდა მოგვაწოდონ სპეციალისტებმა და არა ჩენაირმა მკითხველებმა. ისე მე ვეთანხმები, ვთქვათ, ზმნის ეს ფორმა"წევიდა" ,არასწორია და გრამატიკულია-წავიდა. კრიტიკა-პუბლიკაცია ძალიან საინტერესოა, მეტი მოცულობით შეიძლებოდა.
როდის, ვინ და რომელი წლიდან დაადგინა ახალი ქართული ენის შემოღება? პასუხი უნდა მოგვაწოდონ სპეციალისტებმა და არა ჩენაირმა მკითხველებმა. ისე მე ვეთანხმები, ვთქვათ, ზმნის ეს ფორმა"წევიდა" ,არასწორია და გრამატიკულია-წავიდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|