ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2024


მამული, ენა, სარწმუნოება 1

#ლექსები

ნდს

“მამული, ენა, სარწმუნოება”

ილიას სიტყვებს როგორ არ ცვლიან!
ზოგს “ერთობა” სურს,  ზოგს “სიტკბოება”,
უცხოთა  დიდი მეურვეობა
და უვიცობის არის ზეობა,
ქვეყნის  ვითომც-და მოზარეობა, 
ქალთ გაკაცება, კაცთ მაკეობა
- მეტ სენსაც იწვევს მოცალეობა,
ფულისთვის - ფსევდო-მეწარმეობა,
პირმოთნეობა,
მეპირეობა,
ფულის გულისთვის მექლესეობა,
თავის ადგილას ვერდატეობა,
სხვათა ფეხის ხმის ამყოლეობა,
სიბრძნეთა ფსევდო-მეუფეობა,
სხვათა სასახლის მეშუშეობა,
სხვათა ასოთა მეჩუჩეობა,
არ - ასულობა, არცა -  ძეობა,
მემკვიდრეობის  - არშემწეობა,
მუქთის ყლაპვა და არ-გამრჯეობა.
ამას არ უნდა რია-რია და
ამას არ უნდა პირმოთნეობა!
მამა-პაპათგან  გვერგო ტრიადა -
“მამული, ენა, სარწმუნოება”!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები