#ლექსები
ნინო დარბაისელი
ლიანდაგები - - - - -
მანდეთ მომავალი ლიანდაგებია, მერე დაბებია, მერე - ბაგებია, მერე - ფერმებია, მერე - ურმებია, მერე - სახლი ერთი, ბლოკით ნაგებია. ეზოში - ხეები - მჭახე ხურმებია, ერთიც - ხე ბებერი, ზედ ბია აბია, კიდევ - გულაბია, ტოტზე ბეღურები რომ ინაბებიან. ეზოც საბოლოოდ დაგილაგებია, ბებია!
მოაჯირიანი, ხის კიბეებია, სახლზე - მოჭრიალე, ორფრთა კარებია, ალბათ, გასაღები არც მიჰკარებია. ჭრელი ფარდაგები - ფეხქვეშ ნაგებია, რკინის საწოლები და ქვეშაგებია, მოისმის ხსოვნიდან ბავშვობის ჰანგები. კამოდის უჯრაში - თეთრი პერანგები, კუთხეში - პერანგის ამხანაგებია. აქ - დიდხანს ნადები საკაბეებია, გამოჭრილები და დასალამბებია, კერვა დაგიწყია, დაგინებებია, ზოგიც - კაბებია, შეკრულ წერილებში - შენი ვნებებია, ადრე უცნაური - დღეს გასაგებია, ბებია!
ეს დოქი რამდენჯერ შემომგებებია, ამ თეფშით რამდენი ნუგბარი მრგებია, დაპრიალებული შენი ქვაბებია... შენი ქვასანაყი, შენი ქვა, ბებია!
ჩურჩულით ნათქვამი შენი ამბებია: ,,-შეუფარებია, შეუყვარებია, შეუპარებია, შეუტანებია, მერე ვეღარაფერს შეურიგებია“.. დასაზაფრებია. შენი ზღაპრებია, რომ მომნატრებია. ჩნდებიან, ქრებიან და ინამქრებიან.. ცად რა ამბებია, ბებია? ბებია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. სამწუხაროდ, მე ექიმი-ფსიქოლოგ-ფსიქიატრი არ გახლავართ, რომ ჩემი ზოგიერთი კომენტატოროს მიერ ვერბალურად გამოხატული ნევროზებისა და მათი უკვე შორს და ღრმად წასული ფორმების მკურნალობა შემეძლოს. ისიც არ ვიცი, ეს საქმე ვირტუალურ-დისტანციურად რამდენადაა შესაძლებელი თვით დარგის სპეციალისტთაგან. მე ხომ ბევრისგან განსხვავებით, “ნოუ ოლ” …(ვიცი ყველაფერი) …ბოდიში, ინგლისურად არ იწერება, ვერ ვიქნები, არა? ვერც ლოგიკის, გონიერებისა და ეტიკეტისკენ მოვუწოდებდი ვინმე ნიჭიერების საბადოს, ვერც მშობლიური ქართულის ცოდნისაკენ, რადგან წინასწარვე ვიცი, უშედეგო იქნებოდა. ისღა დამრჩენია, წარმატება ვუსურვო ყველა კეთილ საქმეში და გამოვთქვა იმედი, რომ კიდევ მესტუმრებიან.
სამწუხაროდ, მე ექიმი-ფსიქოლოგ-ფსიქიატრი არ გახლავართ, რომ ჩემი ზოგიერთი კომენტატოროს მიერ ვერბალურად გამოხატული ნევროზებისა და მათი უკვე შორს და ღრმად წასული ფორმების მკურნალობა შემეძლოს. ისიც არ ვიცი, ეს საქმე ვირტუალურ-დისტანციურად რამდენადაა შესაძლებელი თვით დარგის სპეციალისტთაგან. მე ხომ ბევრისგან განსხვავებით, “ნოუ ოლ” …(ვიცი ყველაფერი) …ბოდიში, ინგლისურად არ იწერება, ვერ ვიქნები, არა? ვერც ლოგიკის, გონიერებისა და ეტიკეტისკენ მოვუწოდებდი ვინმე ნიჭიერების საბადოს, ვერც მშობლიური ქართულის ცოდნისაკენ, რადგან წინასწარვე ვიცი, უშედეგო იქნებოდა. ისღა დამრჩენია, წარმატება ვუსურვო ყველა კეთილ საქმეში და გამოვთქვა იმედი, რომ კიდევ მესტუმრებიან.
4. სამწუხაროდ, მე ექიმი-ფსიქოლოგ-ფსიქიატრი არ გახლავართ, რომ ჩემი ზოგიერთი კომენტატოროს მიერ ვერბალურად გამოხატული ნევროზებისა და მათი უკვე შორს და ღრმად წასული ფორმების მკურნალობა შემეძლოს. ისიც არ ვიცი, ეს საქმე ვირტუალურ-დისტანციურად რამდენადაა შესაძლებელი თვით დარგის სპეციალისტთაგან. მე ხომ ბევრისგან განსხვავებით, “ნოუ ოლ” …(ვიცი ყველაფერი) …ბოდიში, ინგლისურად არ იწერება, ვერ ვიქნები, არა? ვერც ლოგიკის, გონიერებისა და ეტიკეტისკენ მოვუწოდებდი ვინმე ნიჭიერების საბადოს, ვერც მშობლიური ქართულის ცოდნისაკენ, რადგან წინასწარვე ვიცი, უშედეგო იქნებოდა. ისღა დამრჩენია, წარმატება ვუსურვო ყველა კეთილ საქმეში და გამოვთქვა იმედი, რომ კიდევ მესტუმრებიან. სამწუხაროდ, მე ექიმი-ფსიქოლოგ-ფსიქიატრი არ გახლავართ, რომ ჩემი ზოგიერთი კომენტატოროს მიერ ვერბალურად გამოხატული ნევროზებისა და მათი უკვე შორს და ღრმად წასული ფორმების მკურნალობა შემეძლოს. ისიც არ ვიცი, ეს საქმე ვირტუალურ-დისტანციურად რამდენადაა შესაძლებელი თვით დარგის სპეციალისტთაგან. მე ხომ ბევრისგან განსხვავებით, “ნოუ ოლ” …(ვიცი ყველაფერი) …ბოდიში, ინგლისურად არ იწერება, ვერ ვიქნები, არა? ვერც ლოგიკის, გონიერებისა და ეტიკეტისკენ მოვუწოდებდი ვინმე ნიჭიერების საბადოს, ვერც მშობლიური ქართულის ცოდნისაკენ, რადგან წინასწარვე ვიცი, უშედეგო იქნებოდა. ისღა დამრჩენია, წარმატება ვუსურვო ყველა კეთილ საქმეში და გამოვთქვა იმედი, რომ კიდევ მესტუმრებიან.
3. გაქანებული სექსის მეშვეობით გაქალწულება, მხოლოდ გამოუსადეგარ და სხვაზე ჩამოკიდებულ ადამიანებს უნდათ. თქვენი პოზიციის ზუსტი მაგალითი გაქვთ მოყვანილი. აქვე, პოზიციურ მავნებლობასთან რაღა მოსატანია, მაგრამ პოეზიასაც ზედმეტად აწვალებთ უკვე. სხვათაშორის, დემოკრატია არ კრძალავს, მავნებლობაზე რეაგირებას, შეურაცხყოფა არაა კარგი, მაგრამ ამერიკიდან სამარცხვინო ქადაგების ლექსად შემოსაღება, როცა აქ ხალხი მხუთავი აირით დაგვახრჩეს, დაგვასახიჩრეს, ღირსება არ შეგვარჩინეს, შიმშილისთვის და ავადმყოფობისთვის არხეინად გაგვწირეს, დაგვცინეს, არსებობოს გზა არ დაგვიტოვეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის საამებლად, არის მოღალატე, შეუმდგარი პოეტის ქცევა, რომლის ერთადერთი ჩასაჭიდებელი ხავსია, ვინმეზე მიკედლება. სულერთია ვისზე. ჰოდა, ნუ იუკადრისებთ, სიმართლეს რომ მოგახლიან. ან განაწყენებულმა შეგიძლიათ თქვენი კომფორტული სავარძლიდან და საწერ მაგიდიდან კიდევ ერთი უხერხულობამდე სუსტი ლექსი გამოაცხოთ, 1-2 ბერწი მკითხველიც ყოველთვის გამოგიჩნდებათ მაქებრად. ადამიანურ რეპუტაციას გაუფრთხილდით, ძალიან ადვილად დასაკარგი რამეა. გაქანებული სექსის მეშვეობით გაქალწულება, მხოლოდ გამოუსადეგარ და სხვაზე ჩამოკიდებულ ადამიანებს უნდათ. თქვენი პოზიციის ზუსტი მაგალითი გაქვთ მოყვანილი. აქვე, პოზიციურ მავნებლობასთან რაღა მოსატანია, მაგრამ პოეზიასაც ზედმეტად აწვალებთ უკვე. სხვათაშორის, დემოკრატია არ კრძალავს, მავნებლობაზე რეაგირებას, შეურაცხყოფა არაა კარგი, მაგრამ ამერიკიდან სამარცხვინო ქადაგების ლექსად შემოსაღება, როცა აქ ხალხი მხუთავი აირით დაგვახრჩეს, დაგვასახიჩრეს, ღირსება არ შეგვარჩინეს, შიმშილისთვის და ავადმყოფობისთვის არხეინად გაგვწირეს, დაგვცინეს, არსებობოს გზა არ დაგვიტოვეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის საამებლად, არის მოღალატე, შეუმდგარი პოეტის ქცევა, რომლის ერთადერთი ჩასაჭიდებელი ხავსია, ვინმეზე მიკედლება. სულერთია ვისზე. ჰოდა, ნუ იუკადრისებთ, სიმართლეს რომ მოგახლიან. ან განაწყენებულმა შეგიძლიათ თქვენი კომფორტული სავარძლიდან და საწერ მაგიდიდან კიდევ ერთი უხერხულობამდე სუსტი ლექსი გამოაცხოთ, 1-2 ბერწი მკითხველიც ყოველთვის გამოგიჩნდებათ მაქებრად. ადამიანურ რეპუტაციას გაუფრთხილდით, ძალიან ადვილად დასაკარგი რამეა.
2. მე და ჩემი თაობელები რუსთაველზე ვიდექით 14 აპრილს, 9 აპრილს და ასე შემდეგ. თან წარმოიდგინეთ, ქართულად წერა-კითხვას ვსწავლობდით და მერე ვასწავლიდით კიდეც. შემრცხვებოდა, ჩემს რომელიმე თანაკურსელს ან მოწაფეს, თანამებრძოლს, რომელთაგანაც დღეს ბევრი ჩემი მეგობარია, ისეთი აზრობრივად და ქართულენობრივად გაუმართავი ტექსტი რომ დაეწერა, აქ ზოგიერთი კომენტარი რომ არის. დემოკრატიის სახელით ძალადობა კი იგივეა, გაქანებული სექსის მეშვეობით გაქალწულება მოინდომოს ვინმემ. პედალირება ჩემს ასაკზე - გაგიკვირდებათ და ერთმნიშვნელოვნად არადემოკრატიულია,” ეიჯიზმად” იწოდება. ასევე, არადემოკრატიულია სხვისი შეურაცხყოფა მის მიერ თავისუფლად გამოთქმული აზრის გამო. კარგი იქნებოდა, გცოდნოდათ:
როცა გეჩვენება, დემოკრატიისთვის იბრძვი და გგონია, რომ მხოლოდ შენი და შენიანების აზრია მართალი, ხოლო სხვებისა - არა, შენ სინამდვილეში იბრძვი არა დემოკრატიისათვის, არამედ საკუთარი პრივილეგიებისთვის. და მაინც, ფრიად მოხარული გახლავართ, რომ მესტუმრეთ და აზრის გამოთქმის სურვილი გაგჩენიათ. ხშირად შემომიარეთ! მე და ჩემი თაობელები რუსთაველზე ვიდექით 14 აპრილს, 9 აპრილს და ასე შემდეგ. თან წარმოიდგინეთ, ქართულად წერა-კითხვას ვსწავლობდით და მერე ვასწავლიდით კიდეც. შემრცხვებოდა, ჩემს რომელიმე თანაკურსელს ან მოწაფეს, თანამებრძოლს, რომელთაგანაც დღეს ბევრი ჩემი მეგობარია, ისეთი აზრობრივად და ქართულენობრივად გაუმართავი ტექსტი რომ დაეწერა, აქ ზოგიერთი კომენტარი რომ არის. დემოკრატიის სახელით ძალადობა კი იგივეა, გაქანებული სექსის მეშვეობით გაქალწულება მოინდომოს ვინმემ. პედალირება ჩემს ასაკზე - გაგიკვირდებათ და ერთმნიშვნელოვნად არადემოკრატიულია,” ეიჯიზმად” იწოდება. ასევე, არადემოკრატიულია სხვისი შეურაცხყოფა მის მიერ თავისუფლად გამოთქმული აზრის გამო. კარგი იქნებოდა, გცოდნოდათ:
როცა გეჩვენება, დემოკრატიისთვის იბრძვი და გგონია, რომ მხოლოდ შენი და შენიანების აზრია მართალი, ხოლო სხვებისა - არა, შენ სინამდვილეში იბრძვი არა დემოკრატიისათვის, არამედ საკუთარი პრივილეგიებისთვის. და მაინც, ფრიად მოხარული გახლავართ, რომ მესტუმრეთ და აზრის გამოთქმის სურვილი გაგჩენიათ. ხშირად შემომიარეთ!
1. სირცხვილი СРАМ სირცხვილი СРАМ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|