ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2024


კვლავ იერუსალიმს

#ლექსები

ნინო დარბაისელი

კვლავ იერუსალიმს

წმინდაო ალაგო,
რა ხელმა აგაგო!
თვით უფლის ქალაქო,
მოვედი,  გნახე

და გული ღელავდა,
სადაც რა ელავდა,
მსურდა  დამელანდა
მაცხოვრის სახე.

ირგვლივ ხმაურია,
სადღაც, აქ უვლია,
აწ დაკარგულია
ყოველი  კვალი.

გვაჭერდა  მზის ღვედი,
სადაც არ  მივედით,
მორწმუნის  იმედით
ეძებდა თვალი.

რა გითხრა საშენო
უფლისთვის ნაშენო?
  - მარადის მე შენი
ერთგული ვრჩები!

იერუსალიმო,
შენ, ერის  ალამო,
მიიღე სალამი
შორიდან ჩემი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები