ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
4 მაისი, 2024


ლილის ბალდახინი

#ლექსები
#ლილის_კარაბადინი

ნინო დარბაისელი

ლილის ბალდახინი

    (“ო ბევრი რამე მოგვაგონდება ჩვენ იმათ ხმებში”- კ. ნადირაძე)

სიჩუმეა ჩვენი ბოლო, რა გრუხუნი, რა რიხინი!
ბრალი მისი, ვინც წავიდეს, მოტირალი არ ეყოლოს.
წვიმა იყო, ნელის-ნელა მიდიოდა ბალდახინი…
პროცესიას  - თავში - ძაღლი,  ვიღაც უცხო ედგა ბოლოს.
თქმა უყვარდა, ვიდრე  მძინარს გაგუდავდა ის ხიხინი:
- დაუხვდება მინდვრის ბოლოს, გაურბოდა ვინაც ღოლოს!
ვისაც ჩემი შეშურდესო, მისი იყოს ჩემი ლხინი!
ჩემი ლხინიც წაიღოს და  ჩემი დარდიც გააყოლოს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები