როცა დიდებულ ქათირ ლეკემს, ვერაგმა სამსე ხატიშმა ისარი ზურგიდან გულში ჩაასო, ქათირს სიკვდილის მაშინაც კი არ შეშინებია, ფიქრობდა, რომ ადამიანის ხელით სიკვდილი არ იყო მისი გზა-იღბალი, თუმცაღა, ისარი მოწამლული იყო და ამქვეყნიური მეფეთა მეფე შიგნიდან დაეცა, რადგან ალაჰმა მისი შიგნეულობა ისეთივე მასალით დაამზადა, როგორი მასალითაც მზადდებოდა სამსე ხატიშის სხეული და სხვა ნებისმიერი სპარსისა. მეფეთა მეფე ლოგინს მიეცა. დრომ ისე მოახმო, რომ მასში სისხლიც კი ვეღარ თბებოდა და ეს გაყინული ლეში ლოგინსაც ყინავდა. ამ ყინვაში მოუწია მეფეთა მეფეს ფილოსოფიის შესწავლა და გოდებას მიცემული სიკვდილს შესჩივლებდა, რას დამამგვანეო მეეო, მეფეთა მეფესო, არ მეკადრებაო მხოლოდ შენ თუ შეგეძლო ასე დაგეგდე, ასე შეგერცხვინე ჩემ შარდში ამოვლებულიო. სასთუმალთან მჯდომმა შავმა სიკვდილმა ძლივსღა ამოღერღა, ეს სიცოცხლეაო, ჯერ კიდევ ცოცხალი ხარო
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|