ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2024


სონეტი რამზეს მეორეს - ოზიმანდიასს

#ლექსები

ნინო დარბაისელი

სონეტი  რამზეს II - ოზიმანდიასს

      (მის  მუმიას  სოკო გაუჩნდა და 1974 წ. სამკურნალოდ  ეგვიპტიდან პარიზში გადააფრინეს)

თუკი  გაუძლებ ათასწლეულებს,
თუ ეგვიპტელი შენ ხარ მუმია,
ლანდავ  ძველ ამბებს და აწ-ვე ულევს,
უკან - კაიროს  მუზეუმია;

თვითმფრინავისას  გიღებენ ბილეთს,
პარიზელები თავს გევლებიან,
საბაჟო  - მითებს გააბათილებს
გიღებენ პასპორტს,  თარიღ-წლებიანს,

გიკრავენ სურათს, არკვევენ  სახელს
და უკეთესი რაკი ვერ  ნახეს,
გიწერენ  “მეფეს”. ვინმე გაამხელს

სოკომოდებულ სიმართლეს მჭახეს?
წარსულში ცოცხალ ღმერთად რომ გსახეს,
აწ მეფურ ხვედრის  გრძნობ სივაგლახეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები