2. მომეწონა კომენტარებიანად. შესანიშნავია! მომეწონა კომენტარებიანად. შესანიშნავია!
1. გადმომაქვს ფეისიდან ჩემი პასუხები გამოხმაურებებზე: იქნებ ვინმეს სურვილი ჰქონდეს, მეტი გაიგოს ამ ლეგენდის შესახებ
ეს არის გადმოცემა, ლეგენდა და არა ფაქტი. გლეხების ვერსიაც შემხვედრია გუგლში, ცხენოსნების გადასახადიც, საეკლესიო სავალდებულო შესაწირიც…რას არ იპოვი, ვისაც როგორ გაუხარდება, დღეს ისე დაწერს და გადააზიარებს, თუ მოისურვეს ჩაწერენ, რომ მაღაროელ მუშებზე იყოო… რამდენად უახლოვდება რეალობას ეს ლეგენდა, დადგენილი არაა. ქავენტრიში მაგალითად, იდგმებოდა წარმოდგენა, სადაც პერსონაჟად იყო გამოყვანილი “პიპინგ ტომი” (მოჭყიტინე ტომი), თერძი, რომელმაც მთავრის ბრძანების მიუხედავად, არავინ უყუროთო, მაინც გამოიხედა და შიშველ ლედი გოდივას ყურების გამო რაღაცნაირად დასაჯეს, დააბრმავეს თუ ხელები დააჭრეს, აღარ მახსოვს. დღეს მისი ფიგურებიც იყიდება სუვენირებად. ხოლო სლენგი” პიპინგ ტომი” ნიშნავს მამაკაც ვაუერისტს, - ტიტველი ქალების ჭყიტინი და პორნოჟურნალების თვალიერება, პორნოფილმების ყურება რომ უყვარს. მაგრამ საუკუნეთა მანძილზე, ტრადიციულად, ამბის დინამიკა ხელოვნებსა და ხელოვნებას შეეხებოდა, ასე გადავიდა სახვით ხელოვნებასა და პოეზიაში ამ სახით დაფიქსირდა, გავიხსენოთ ქართული პოეზიიდან - გალაკტიონსაც ამ გაგებით აქვს
გალაკტიონ ტაბიძე
გული
მის სუფევას ვგრძნობ, როცა თვალთგან ცრემლები მდივა: მეგობრად მყავდა დასახული მოსისხლე მტერი! ფარულ ჯადოთი გზას რკალავდენ, როგორც ეკვდერი, დალილას ლანდი, ვიქტორია, ლედი გოდივა.
მათი ხელებით დასრესილი ოცნებას სცვივა გაზაფხულებად აფოთლების ხშირი ჩანჩქერი.. დაწყვეტილ ვარდებს ძალამოკლულ თვალით დავცქერი... ო, რანაირი გულდაწყვეტით ბაღში მივდივარ!
აღმოხდა მთვარე! გაანათა უსივრცო ბაღი, მაღალ ღეროზე გაიშალა გრძელი ზამბახი, მაგრამ მის გაშლას სიხარულით არ ვეგებები:
ზამბახთა შორის ყრია თეთრი ქანდაკებები, თეთრი ძეგლები, და იმათ ქვეშ ობლად მარხია გული, უგონო სიყვარულმა რომ შეარყია...
[1919 წლის ივნისამდე]
2. მადლობა ლექსის შექებისათვის. თუ არ გეზარება, ნახე, მაგრამ რა წყაროსაც არ უნდა მიაგნო, ფაქტი ნამდვილად მომხდარია თუ არა, დოკუმენტურად არავინ იცის. ლეგენდა კი მრავალნაირად დამუშავდა მხატვრულად თუ არამხატვრულად, ათი საუკუნის მანძილზე. ყველა ვერსიას ერთი რამ აქვს საერთო:
შიშველი ან შილიფად, აბრეშუმეულობაში შემოსილი (!!!) ქალი, ქალაქის მთავრის ცოლი, ქმრისგან ვიღაცისთვის/ ვიღაცათათვის რაღაც ფინანსური შეღავათის გამოსათხოვად ცხენით დარაბებდახურულ ქალაქში გაივლის და … “ჭყიტინა ტომის” - თერძის მოტივი ასევე, გვიან ჩანამატად მიიჩნევა, რომელიც შემდგომ ცალკე თემად დამუშავდა და ლამის დაჩრდილა კიდეც ძირითადი ლეგენდა. სამოციანებში ამავე სათაურის ფილმიც გადაიღეს, თუმცა მასში ეს სახელი უკვე სლენგური გაგებით გამოიყენება. გადმომაქვს ფეისიდან ჩემი პასუხები გამოხმაურებებზე: იქნებ ვინმეს სურვილი ჰქონდეს, მეტი გაიგოს ამ ლეგენდის შესახებ
ეს არის გადმოცემა, ლეგენდა და არა ფაქტი. გლეხების ვერსიაც შემხვედრია გუგლში, ცხენოსნების გადასახადიც, საეკლესიო სავალდებულო შესაწირიც…რას არ იპოვი, ვისაც როგორ გაუხარდება, დღეს ისე დაწერს და გადააზიარებს, თუ მოისურვეს ჩაწერენ, რომ მაღაროელ მუშებზე იყოო… რამდენად უახლოვდება რეალობას ეს ლეგენდა, დადგენილი არაა. ქავენტრიში მაგალითად, იდგმებოდა წარმოდგენა, სადაც პერსონაჟად იყო გამოყვანილი “პიპინგ ტომი” (მოჭყიტინე ტომი), თერძი, რომელმაც მთავრის ბრძანების მიუხედავად, არავინ უყუროთო, მაინც გამოიხედა და შიშველ ლედი გოდივას ყურების გამო რაღაცნაირად დასაჯეს, დააბრმავეს თუ ხელები დააჭრეს, აღარ მახსოვს. დღეს მისი ფიგურებიც იყიდება სუვენირებად. ხოლო სლენგი” პიპინგ ტომი” ნიშნავს მამაკაც ვაუერისტს, - ტიტველი ქალების ჭყიტინი და პორნოჟურნალების თვალიერება, პორნოფილმების ყურება რომ უყვარს. მაგრამ საუკუნეთა მანძილზე, ტრადიციულად, ამბის დინამიკა ხელოვნებსა და ხელოვნებას შეეხებოდა, ასე გადავიდა სახვით ხელოვნებასა და პოეზიაში ამ სახით დაფიქსირდა, გავიხსენოთ ქართული პოეზიიდან - გალაკტიონსაც ამ გაგებით აქვს
გალაკტიონ ტაბიძე
გული
მის სუფევას ვგრძნობ, როცა თვალთგან ცრემლები მდივა: მეგობრად მყავდა დასახული მოსისხლე მტერი! ფარულ ჯადოთი გზას რკალავდენ, როგორც ეკვდერი, დალილას ლანდი, ვიქტორია, ლედი გოდივა.
მათი ხელებით დასრესილი ოცნებას სცვივა გაზაფხულებად აფოთლების ხშირი ჩანჩქერი.. დაწყვეტილ ვარდებს ძალამოკლულ თვალით დავცქერი... ო, რანაირი გულდაწყვეტით ბაღში მივდივარ!
აღმოხდა მთვარე! გაანათა უსივრცო ბაღი, მაღალ ღეროზე გაიშალა გრძელი ზამბახი, მაგრამ მის გაშლას სიხარულით არ ვეგებები:
ზამბახთა შორის ყრია თეთრი ქანდაკებები, თეთრი ძეგლები, და იმათ ქვეშ ობლად მარხია გული, უგონო სიყვარულმა რომ შეარყია...
[1919 წლის ივნისამდე]
2. მადლობა ლექსის შექებისათვის. თუ არ გეზარება, ნახე, მაგრამ რა წყაროსაც არ უნდა მიაგნო, ფაქტი ნამდვილად მომხდარია თუ არა, დოკუმენტურად არავინ იცის. ლეგენდა კი მრავალნაირად დამუშავდა მხატვრულად თუ არამხატვრულად, ათი საუკუნის მანძილზე. ყველა ვერსიას ერთი რამ აქვს საერთო:
შიშველი ან შილიფად, აბრეშუმეულობაში შემოსილი (!!!) ქალი, ქალაქის მთავრის ცოლი, ქმრისგან ვიღაცისთვის/ ვიღაცათათვის რაღაც ფინანსური შეღავათის გამოსათხოვად ცხენით დარაბებდახურულ ქალაქში გაივლის და … “ჭყიტინა ტომის” - თერძის მოტივი ასევე, გვიან ჩანამატად მიიჩნევა, რომელიც შემდგომ ცალკე თემად დამუშავდა და ლამის დაჩრდილა კიდეც ძირითადი ლეგენდა. სამოციანებში ამავე სათაურის ფილმიც გადაიღეს, თუმცა მასში ეს სახელი უკვე სლენგური გაგებით გამოიყენება.
|