ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2024


ცუგცვანგი

ნინო დარბაისელი

ცუგცვანგი
(Zugzwang)

რა კარგი იქნებოდა ამ სვლის გამოტოვება,
მაგრამ ჩაკეტილი ვარ,
არაფერი მრჩება,

აღარც გამარტივება,
გულში უკვე ვტირივარ,
სხვა რა გზა დამრჩენია, ხელი მეურჩება.

ლასკერ,  იყო შენამდიც, ეს გზა ბევრმა იცოდა,
შენ უწოდე სახელი,
დაამკვიდრე ასე.

ვის მოვკითხო ის ცოდვა,
ვინ იკისრებს გამხელილს,
იტყვის მე მეკუთვნისო, ჩემი ცოდვით სავსე?

აი, ესეც  ენდშპილი, რაღა დარჩა ბოლომდე,
დამთავრდება პარტია,
მტერს გავუწვდი ხელს.

ეს რაღა თამაშია სულ ფეხდაფეხ რომ მომდევ?
ამ ჭადრაკში კარტია?
ვინმე გაგიმხელს?

რა ყოფილა ცუგ ცვანგი, იძულებით მოძრაობ,
წაგებამდე მიდიხარ,
რა შავ დღეში ხარ.

დავიღალე ძალიან, ამ თამაშში  “ჰოც”რაობს,
ვღელავ, შენ კი მშვიდი ხარ.
მოდი, ხელი ახალი ვითამაშოთ ხვალ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები