ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქეიჯეი
ჟანრი: პროზა
16 მარტი, 2009


რეპლიკასავით

                        რეპლიკასავით...

          მოულოდნელად ამოვარდნილი ქარისაგან მიმოფანტულ ყვავილებს აგროვებს დიდი გაზაფხულის დასახატად.მარტოდ დარჩენილი, უძილო ღამეების ფსკერზე საკუთარ შემოგარენს ფიქრით შემოივლის. . .
        ყვავილობის წინ ლექსი აუტირდება მომხიბვლელი სიმარტოვით დაჯილდოებულს, ატირებული სტრიქონები ხშირად ფილოსოფიური სიღრმით მძიმდება და გაიძულებს, სხვა თვალით შეხედო ცხოვრებას, ამა თუ იმ მოვლენას, ერთხელ კიდევ გადაამოწმო საკუთარი შეხედულებები.
        გზადაგზა დაემგზავრება საკუთარ თავს, მერე გაუჩინარდება და ორეულის ძებნას იწყებს იდუმალებაში, რომელიც თვითონვე გამოიგონა. . .
        . . . ფერთა გამაში, უფრო ხშირად სევდის განწყობა რომ სუფევს, დაკვირვებული თვალი აწიოკებულ სიმშვიდეს დალანდავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები