#ლექსები ნინო დარბაისელი
განქორწინება
(ბ. ახმადულინა - ი. ნაგიბინზე, რომელმაც საწოლში ქალებთან მიუსწრო)
მითხრა: - მეყოფა, ღუზა შენთან ჩაუშვა გემმა. მე კი მინდოდა, სულ სხვაგვარი ლუკმა მეგემა, ამ მოსაწყენმა გაგრძელებამ მომცა მე გვემა, და შემაშინა ნერგმა - ჩემთან გადმოსარგველმა.
რა მოხდა?! არც რა! - ძველი პერანგი გაიძრო გველმა.
სადაც ვიწროა, გაწყდეს, რაღა გასაწელია, ევგენის მერე შემრჩა უკვე მერვე წელია.
სიყვარულისა სიბრძნე ესე - დამდაგველია, ვის ლოდინშიაც ლამის გული გადაგველია, მოდის?! - ლომია, არწივია, მიდის?! - გველია! მაგრამ ვაი-თუ ფეხსაც ითრევს ბელტიყლაპია. რჩება?! - - ეს კიდევ უარესი, გველეშაპია!
განა რა მოხდა? შინ დავუხვდით ლოგინში მწოლი ორ დაქალს შორის ერთი - იყო ევგენის ცოლი. ნაქეიფარზე გართობაში დრო გავიყვანეთ, რომ გამოვფხიზლდით, ტანთ ჩავიცვით და გავიყარეთ.
არ გამომადგა საბოლოოდ არც ეს - იური, რა დახვეწილი მეგონა და არის ტყიური, და რა აზრი აქვს, ფხიზელია თუ ნაყლაპია, ყველა მძვინვარე სიყვარული - გველეშაპია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სიყვარულს რას გაუგებ ჩემო კარგო! სიყვარულს რას გაუგებ ჩემო კარგო!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|