როცა ტვინში არის სისხლი ავარდნილი როგორ უნდა იყოს ლექსი დავარცხნილი? მინდა შევამცირო ჩვენს შორის მანძილი თუმცა ვერ ვახერხებ..
პირობები არის წვრილად დამარცვლილი.
სამართლიანია?
არ მგონია. ასე მონდომებით რისთვის გვიშრომია?.. გუგუნებს და ბორგავს ლაბორატორია და ვდგამთ განუწყვეტლივ ჩვენსავ პაროდიას. ვგრძნობ, ყურს უკან სუნთქავს მძიმედ აგონია - ურთიერთობისა, მთაგორიან ისტორიებისა... ის, რაც დატრიალდა, როგორც დატრიალდა, სულით, გულით მჯერა - აზრად არ გქონია.