ეს იუმორისტული მონორაიმი ვისზეა?! - კონკრეტულად - არავისზე, ზოგადად კი - ყველა იმათზე, ბურთისთვის ფეხიც რომ არასოდეს დაურტყამს და ფეისზე ისე ლაპარაკობს, ვითომ პროფესიონალებზე უკეთ ესმის რამე.
ნინო დარბაისელი
გამოცანა. ფხანია
ეს რამდენი წელია, და რამდენი ხანია, პულტით ხელში - ტახტზე წევს, ყეენია? ხანია?
ისწავლა ვირტუალში მართალთა ჩეხანია, ხელისა გრეხანია, ჯგუფური წნეხანია, მოკლედ, შრომად მიითვლის, რაც უსალახანია!
ირგვლივ შემოიკრიბა შვლებია თუ თხანია, გაიჩინა “ქრაშები” ხან - ეკა და ხან - ია.
შინიდან გაუსვლელად ყველაფერში ერკვევა, და ყველაფერს ყლაპავენ პირღია ხახანია, “მის აზრებს” დაეძებენ მათხოვარ - გლახანია. ვირტუალის მხეცია, ვეფხვია, “შერხანია”! ასეთია, დიადი ჩვენი ყვერიფხანია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|