მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
* * *
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2024
გულის კინცუგი1
#ლექსები
ნინო დარბაისელი
გულის კინცუგი*
თუ ვინმეს ოქროს გული დასჭირდეს,
გამოაგზავნეთ ჩემთან.
გული მაქვს ბევრჯერ გატეხილი და
მცოდნე ვარ განაჩენთა.
იმდენჯერ დამკრეს დაუნანებლად,
მახვილიც ისე ურჭეს!
მსურდა სიცოცხლე და აღვიდგენდი,
ვით იაპონურ ჭურჭელს.
ნატეხებშუა გაჩენილ ღრიჭოს -
ფიქრის ოქროთი ვკრავდი,
და თუ დამაკლდა მთელი ნატეხი,
- შევავსე ხელის კვრამდი.
ყოფილა ასეც, სხვა გულგატეხილს
ურგო ნატეხებს ვთხოვდი,
და ვამცირებდი იმათით მანძილს
ჩემში “არა”- დან “ ჰო”- მდი.
არ მემუქრება აღარაფერი,
კიდეც რომ ვიბობოქრო!
ვერცხლს და პლატინას რაკი ვერიდე,
მკერდში მიფეთქავს ოქრო!
ოქროსგულიანს ვინ მომერევა,
ვინ რას დააკლებს მეტალს!
ჩემს გულს დაეძებთ? აჰა, ოღონდაც,
რა შავ ქვად გინდათ, ნეტა!
- - -
* კინცუგი - გატეხილი ჭურჭლის ძვირფასი მეტალით გამრთელების იაპონური ხელოვნება. ლექსში გამოყენებულია სამივე მეთოდი.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
ძალიან კარგი ლექსია,
საოცარი ხალხია იაპონელები, გატეხილ ფაიფურის ჭურჭელს ძვირფასი მეტალებით ამთელებენ.
ძალიან კარგი ლექსია,
საოცარი ხალხია იაპონელები, გატეხილ ფაიფურის ჭურჭელს ძვირფასი მეტალებით ამთელებენ.
ოთარ ცისკაძე.
2024-07-12 10:07:29
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
15.04.2026 20:09:58