 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 13 ივლისი, 2024 |
აღარც წარსული მეწარსულება, არც მომავალი მიჩანს საჩინოდ. სულ მინდა თავი მოვისულელო და ჩემში ბავშვი აღმოვაჩინო... ამ წითელ ხაზებს სადმე გავექცე, ან გადავკვეთო, ისე, როგორაც, გაურბის თევზი კაუჭს ანკესის, ან ჯებირებზე ზვავი მოგორავს... ხო, დავარღვიო წესიც და რიგიც, მთელი ცხოვრება რასაც ვიცავდი. და გავხდე ჩემი ბავშვობის გმირი, გამოქცეული ყოფნის სიცხადეს... არ მადარდებდეს, რა მევალება, და არ ვუწევდე სხვის აზრს ანგარიშს... ვგავდე იმ გოგოს, სულ ცელქთვალებას, არ დავემალო შიშებს სანგარში... ვიცხოვრო ერთხელ, მე რომ მსურს, ისე, ფეხზე მეკიდოს იერ-იმიჯი... და ჩემს ოცნებას მოტეხილ კისერს, მე ვუსწორებდე ბოთლის ჯინივით... მთელი ცხოვრება მარათონია, საქმის, საქნელის, მიზნის, მიზნამდე! სხვენზე ნადები ძველი თოფიდან მინდა ვისროლო! ნეტა, ვიზამდი?..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|