ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2024


წერე სახვალიოდ,დღენი გაამეფე

ღამის სიშორე,უცაბედი დგება აგვისტო,
ომის ქარია და შენთანაც მოიჩქარიან,
იცნობდი მართალს, სამართალი განა არისო,
დღეს ომის კბილი დაღრეჯილა, ყველა ძალიან,
ჩუმი ივლისი, განა ვინმეს, ასე ელოდა,
ასე განდგომა სიშორიდან წამოქცეული,
თუ გსურდა წამი მარტოობით უნდა გევლო და,
გავიდა ომში მშვიდობის რომ ათასწლეული,
ათასგზის გნახე,სანახავად არვინ რომ ვლახე,
ასი გზა მქონდა ათასია მათი გაქცევა,
სიშორის უბე დაბნეული ზღვის დარი სახე,
სასახლის შუქის ერთიანი ვნებად დაქცევა,
მე მწამდა რამის და საზღაურს ასე ვიშორებ,
მე მსურდა ზვავი?სანახავად ხო არის ავი,
წავიდა ზეცად დაღებული კართა სიშორე,
იწვოდა ქალაქს, ვერ უპოვეს სხვა მეტი ბრალი,
შორია მისთვის გაქვავება ასე იცოდე,
შორია მისთვის უსახსრობა,სახლის შვილია,
თუ კი გსურს მიწა სანახავად უნდა იწვოდე,
ამბობდი ლოცვებს,გაქცეული ჩვენი ილია?
თუ კი გწამს, მათვე გადაუფრენს სახელით კალამს,
თუ კი ფუნჯივით დაქცეულა ავი ზმანება,
მაშინ კი ვეძებ გადაგდებულ იმ ბედის წამალს,
რომ ვერ წამს ხვალის,დღეს ნიადაგს ელის წამება,
საწამლავს ხვალის ასე მზად რომ უკვე დავუხვდი,
ვამხილო მისი გაყიდული მტერი შორისა,
არავინ იცის როდი დგება მისი საკურთხი,
ომია გონის და საზღვარი ჩემი ბრძოლისა,
რაც კი რამ გქონდა, ქართა შორის არა დამალო,
არცა ირბინო საწადელსაც ჩუმად იშორებ,
არა ღირს ბრძოლად?ერთბაშადაც მტყვანო-მართალო,
ახლა მე მტკივა ჩემი სიტყვის მასთან სიშორე,
სუსხი რომ ელდად,ესეც ვიცი არა ითქმების,
სვავი რომ ყვავად,ესეც არის სიტყვის ღმერთობა,
არა ღირს ბრძოლად?გადახრილი წვერი ისრების,
ზოგი კი ცეკვას ,მაგრამ მაინც ქვია ერთობა...

თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები