ანა ახმატოვა - გული გულს
გული გულს ჯაჭვით კი არ შეკვრია, თუ არ გსურს ჩემთან - წადი! მისთვის სიამე რარიგ ბევრია, ვინც მისდევს გულისწადილს.
არ შეგაწუხებ ცრემლით, ყვედრებით, ბედნიერების ნდომით, ქანცგაწყვეტილს ნუ მეალერსები, ამბორს მოველი კვდომის.
გამოვიარე ჟამი ვაების, ზამთარი ყინვის მთესი, ჩემს რჩეულს რატომ აღემატები, რატომ ხარ უკეთესი?
17 ივლისი, 2024 წ.
Анна Ахматова - Сердце к сердцу
Сердце к сердцу не приковано, Если хочешь - уходи. Много счастья уготовано Тем, кто волен на пути.
Я не плачу, я не жалуюсь, Мне счастливой не бывать. Не целуй меня, усталую,- Смерть придется целовать.
Дни томлений острых прожиты Вместе с белою зимой. Отчего же, отчего же ты Лучше, чем избранник мой?
1911
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. დიდი მადლობა, ქალბატონო ნინო, მეორე ვარიანტს დავტოვებ.
იხარეთ მრავალჟამიერ! დიდი მადლობა, ქალბატონო ნინო, მეორე ვარიანტს დავტოვებ.
იხარეთ მრავალჟამიერ!
6. ყველა კარგია, მაგრამ მეორე - ყველაზე მეტად მომწონს, რატომღაც. ყველა კარგია, მაგრამ მეორე - ყველაზე მეტად მომწონს, რატომღაც.
5. წავიკითხე თქვენი თარგმანი, გმადლობთ, ბოლო სტროფის სხვა ვარიანტებია, თუ რომელიმე მოგეწონათ, მითხარით.
I
"გამოვიარე ჟამი ვაების, სუსხი სასტიკი ზამთრის, ჩემს რჩეულს რატომ აღემატები, რატომ მაწვალებ ზაფრით? "
II
"გამოვიარე ჟამი ვაების, ზამთარი ყინვის მთესი, ჩემს რჩეულს რატომ აღემატები, რატომ ხარ უკეთესი?"
III.
"გამოვიარე ჟამი ვაების, სუსხში, გადასაკარგში, ჩემს რჩეულს რატომ აღემატები, რატომ ხარ მასზე კარგი?"
წავიკითხე თქვენი თარგმანი, გმადლობთ, ბოლო სტროფის სხვა ვარიანტებია, თუ რომელიმე მოგეწონათ, მითხარით.
I
"გამოვიარე ჟამი ვაების, სუსხი სასტიკი ზამთრის, ჩემს რჩეულს რატომ აღემატები, რატომ მაწვალებ ზაფრით? "
II
"გამოვიარე ჟამი ვაების, ზამთარი ყინვის მთესი, ჩემს რჩეულს რატომ აღემატები, რატომ ხარ უკეთესი?"
III.
"გამოვიარე ჟამი ვაების, სუსხში, გადასაკარგში, ჩემს რჩეულს რატომ აღემატები, რატომ ხარ მასზე კარგი?"
4. ვიპოვე. ჩემი აქ დევს ლინკზე
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid0vPpxWm5f5W37sjaXb9PuKJs6xsvH9wE6NjcHGuHwWDWo99rKQyYuGAMhLjcUTyshl&id=707839558 ვიპოვე. ჩემი აქ დევს ლინკზე
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=pfbid0vPpxWm5f5W37sjaXb9PuKJs6xsvH9wE6NjcHGuHwWDWo99rKQyYuGAMhLjcUTyshl&id=707839558
3. გასაგებია, ვნახე თავიდანვე, მაგრამ რაკი თარგმანში - ამ გზით წახვედით, “ხათრი “შემოიტანეთ,” რითის” ითხოვს მგონი. ბოლოში მე რაღაც ასეთი მქონდა თუ ვიპოვე ახლა.
მძიმე დღეები გადავიტანე, მრავალი თეთრი ღამე, რატომ სჯობიხარ, რატომ ნეტავი, ჩემს რჩეულს, გამაწამე.
გასაგებია, ვნახე თავიდანვე, მაგრამ რაკი თარგმანში - ამ გზით წახვედით, “ხათრი “შემოიტანეთ,” რითის” ითხოვს მგონი. ბოლოში მე რაღაც ასეთი მქონდა თუ ვიპოვე ახლა.
მძიმე დღეები გადავიტანე, მრავალი თეთრი ღამე, რატომ სჯობიხარ, რატომ ნეტავი, ჩემს რჩეულს, გამაწამე.
2. გმადლობთ, ქალბატონო ნინო,
"რატომ" წერია ორიგინალში,
Anna Akhmatova Nothing chains a heart to heart...
Nothing chains a heart to heart, If you’d like to leave. Many joys will life impart On the one who’s free.
I don’t cry, complain or pout, Mine is not a life of bliss. Do not kiss me, all worn out, — Death will come to kiss.
Bitter languor has been weathered With the winter snows. Why, o why, must you be better Than the one I chose?
Translated by Andrey Kneller
ამ თარგმანშიც,
რაც შეეხება ჩემს რიტმს, მე გამოვიყენე შესანიშნავი მთარგმნელის ლელა მეტრეველის რიტმი, მას აქვს 12-7-12-7,
მე კი გავაკეთე 10-7-10-7-ით
აი მისი თარგმანიც:
*** "გული გულზე მიჯაჭვული" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
გული გულზე მიჯაჭვული არ გეგონოს, შეგიძლია დამტოვო, ბედნიერი ის იქნება ალბათ მხოლოდ, ვინც წარსულზე არ გლოვობს.
არა ვჩივი, დამრჩენია მხოლოდ ლოცვა, ლოცვა სასომიხდილი, დავიღალე, აღარ მინდა შენი კოცნა, აწ მაკოცებს სიკვდილი.
შევუწყვილე ზამთრის დღეებს მწარე დარდი, დარდი, ჩემთვის ჩვეული, რატომა ხარ, რატომა ხარ უფრო კარგი, ვიდრე ჩემი რჩეული?
ქალბატონი ლელას თარგმანშიც "რატომ" არის გამოყენებული.
დიდი მადლობა, ქალბატონო ნინო!
გმადლობთ, ქალბატონო ნინო,

1. რა კარგი, გაუცვეთელი რიტმი მოგირგიათ თარგმანისათვის მშვენივრად არის თარგმნილი ჩემს რჩეულს - აქ “რითი” არ სჯობია? რა კარგი, გაუცვეთელი რიტმი მოგირგიათ თარგმანისათვის მშვენივრად არის თარგმნილი ჩემს რჩეულს - აქ “რითი” არ სჯობია?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|