ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
26 ივლისი, 2024


Анна Ахматова - Всё обещало мне его...

ანა ახმატოვა - მას მპირდებოდა ყოველი ირგვლივ

მას მპირდებოდა ყოველი ირგვლივ:
ცის კიდე გვიმსი და ოქრომდნარი,
დამდეგი შობის ნასიზმრი ტკბილი,
აღდგომის მრავალჟღერადი ქარი,

ვაზის ლერწები ნაფერი წითლად,
ბაღის ჩანჩქერი ხმაურით მხმობი
და ორი დიდი ჭრიჭინის ხილვა
ჟანგიან თუჯის ნაწილზე ღობის.

აღარ შემეძლო არქონა ნდობის,
იმეგობრებდა ვირწმუნე სატრფო,
როცა მთის ქედზე იმედის გრძნობით
ვიდოდი ქვიან, ცხელ გზაზე მარტო.

26 ივლისი, 2024 წ.


Анна Ахматова  Всё обещало мне его...

Всё обещало мне его:
Край неба, тусклый и червонный,
И милый сон под Рождество,
И Пасхи ветер многозвонный,

И прутья красные лозы,
И парковые водопады,
И две большие стрекозы
На ржавом чугуне ограды.

И я не верить не могла,
Что будет дружен он со мною,
Когда по горным склонам шла
Горячей каменной тропою.

1916 г.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები