ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
2 აგვისტო, 2024


Анна Ахматова - И мальчик, что играет на волынке

ანა ახმატოვა - ბიჭი, რომელიც სტვირს უკრავს გზნებით

ბიჭი, რომელიც სტვირს უკრავს გზნებით,
გოგო, რომელიც გვირგვინს წნავს მარჯვედ,
უღრანში გადაკვეთილი გზები,
ცეცხლი ვრცელ მინდვრის შორეულ მხარეს.

ყველაფერს ვხედავ და გულის ფიცრის
ხსოვნის კუნჭულში მივუჩენ ბინას,
მხოლოდ ერთი რამ არასდროს ვიცი,
მის გახსენებას რაღაცა ბინდავს.

არც სიბრძნეს ვითხოვ, არც მოძღვნას ძალის,
ოღონდაც დამსვით კოცონის გვერდით!
მცივა... ფრთოსანი, ან უფრთო, მაღლით
არ მინახულებს გულლაღი ღმერთი.

2 აგვისტო, ელიაობა, 2024 წ.


Анна Ахматова - И мальчик, что играет на волынке

И мальчик, что играет на волынке,
И девочка, что свой плетёт венок,
И две в лесу скрестившихся тропинки,
И в дальнем поле дальний огонек,-

Я вижу все. Я всё запоминаю,
Любовно-кротко в сердце берегу.
Лишь одного я никогда не знаю
И даже вспомнить больше не могу.

Я не прошу ни мудрости, ни силы.
О, только дайте греться у огня!
Мне холодно... Крылатый иль бескрылый,
Весёлый бог не посетит меня.

30 ноября 1911
Царское Село

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები