ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: წერტილი.
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2024


***საუბარი***


ღამე, ძილის წინ,
ვინ გეკითხება :
- როგორ გადარჩი დღეს?
- რა იყო შენი ყოფის გაძლება?

...

ის არის შენი ცხოვრების ღმერთი.
მასზე ილოცე.

...

ვინ დგას ერთგულად,
ვინ იზიარებს,
შენს ყოველდღიურ ტანჯვა-სიხარულს.

...

პერიოდულად გამოჩენილი ადამიანი,
ღირს კაპიკები.
როგორც არ უნდა ეპატაჟურად
შემოაბიჯო ჩემს ცხოვრებაში,
ეპიზოდურად,
თუ მუდმივობა არ შეგიძლია,
კარგად იყავი.

...

აღარ მადარდებს
საინტერესო ინდივიდები,
ახლა ის მომწონს,
ვინც სტაბილურად ისმენს ჩემს ბოდვებს,
ხან სიყვარულზე,
ხან ნიჰილიზმზე.

და არ ბეზრდება.

...

თუკი ყოველდღე,
დღეში ერთხელაც არ გახსენდება
ჩემი არსება,
შენთვის არ ფიქრობ :
-ნეტავ რას გრძნობს ,
-ან რას განიცდის,
-ან რას აკეთებს,
- აგრძელებს სუნთქვას?..

რაში მჭირდები?!

...

მიყ'ვარ'ხარს არა,
მე აღარ ვამბობ.

ახლა კითხვებს ვსვამ :

-როგორ ჩაიარა შენმა დღემ?
-როგორ იყავი?
-რა გაგიხარდა, ან რა გეწყინა?
-ვინმემ შემთხვევით, შენში პატარა ბავშვი აატირა?
-გისმენ მოყევი,
ახლა რას ფიქრობ , ან რას განიცდი.

ხვალაც გკითხავ , ზეგაც, მერეც...

-როგორ ხარ?
მართლა როგორ ხარ.

მაგრამ ასეა,
თუკი შენს თავთან არ იმყოფები
ყოველდღიურად,
ვერ გაჩერდები ვერც სხვასთან მუდამ.

თუკი საკუთარ თავსაც კი
ვერ უერთგულე,
სხვასთან როგორღა
შეძლებ იმავეს?!...

მე კი კვლავ გკითხავ დაძინებისას:
- დღეს ძვირფასო,
რა იყო შენი ყოფის გაძლება?
შენ მიპასუხებ :
- მე დღეს ვიცხოვრე, საკმაოდ კარგად, არ მეშინოდა,
რადგან ვიცოდი დაძინებისას,
შენ დამისვამდი იმავე კითხვას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები