ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა ფირცხალაიშვილი
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2024


არ შეიძლება…

არ შეიძლება სიკვდილი და უცებ გათავდეს
ადამიანი, თუ ასეა დიდხანს გადავდებ.
თუმცა არ ვიცი მოვახერხებ მაინც სადამდე.
არ შეიძლება სიკვდილი და კაცი დამთავრდეს.

არ შეიძლება ცეცხლს რომ მოჰყვეს მხოლოდ ნაცარი,
რომ გაქრეს ჩვენი ნახულიგნარ-ნაბაცაცარი,
სულ უნდა იყოს, ასე იყოს, იყოს რაც არის…
არ შეიძლება სიკვდილი და კაცი დამთავრდეს.

არ შეიძლება დამავიწყდეს გოგოს კისკისი,
ტოტების მტვრევა და კოცონის ცეცხლის გიზგიზი,
მართლა რომ გიყვარს და ვინც გიყვარს მუხლზეც ის გიზის.
არ შეიძლება სიკვდილი და კაცი დამთავრდეს.

არ შეიძლება დამავიწყდეს ბიჭი სპარსული
კატით ხელში და თეთრი თავით გადაპარსულით,
ათასი კითხვა, კატის ირგვლივ, ხალხის დასმული.
არ შეიძლება სიკვდილი და კაცი დამთავრდეს.

არ შეიძლება გაილიოს ფერად ფანქრებად
ბავშვები ტყეში გაკრეფილი მარწყვის საკრეფად,
მზეც რომ ჩააქრონ დამიჯერეთ ეს არ გაქრება…
არ შეიძლება სიკვდილი და კაცი დამთავრდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები