მზე ასვენია,ნაბილიკარს ისევ გავყევი, დაბნეულია აღმართივით ჩემი სარჩევი, მზე გადავიდა ,ბილიკები ისევ მელიან, და განშორება სიცოცხლესთან, ასე ძველია, ჩუმი აგვისტო სახვალიოს არას მიქადის, და შეხვედრები უფსკრულებთან აღწევს სიქამდის, გეტყოდი კმარა,მაგრამ ვიცი,გამიგონია, რომ გულისწყრომა ღმერთისაგან ძალზედ შორია, სამშვილდეს მომკლეს,დამაყარეს გულზე მარილი, მომდევდა მაშინ გაცოფებით ფაშა ამირი, ნასროლი ტყვია სინათლემაც რომ ვერ იხილა, და შიშის ზარი მოისმოდა ისევ სიცილად, რომ გულისპირი სათოფეზეც მასაც შეუპოს, და ხმალი მისი არ დაეშვა მაგრამ მე უფრო, ვდარდობდი მაშინ გაცოფებას, სიშლეგის ბაგეს, შვილი რომ ობლად დამირჩეს და გლოვას რომ გავდეს, მე მაინც მოვკვდი იმ დღეს მომკლეს ფაშას მარჯვენად, დამსდევდა ცხენი თითქმის ვიყავ ცხენის საზდევნად, დამშორდა მიწა იმ წამიდან ფრთებით ვიფრინე, და სამყაროა რაც მე მაშინ შემოვიფრინე, მეფე ვარ ვიცი, უძილობა როცა დამჩემდა, მაშინ რომ ღმერთი საკითხავებს ჩემთვის არჩევდა, სიცოცხლის ბოლოს მეფობაა სიტყვის მაგვარი, ძლიერი ,თითქოს ყველასთვის აქვს თავის საგზალი, მეტყოდი ალბათ: ვის მეფე ხარ სასიხარულო? მე რომ შემოვრჩი იმ ბილიკის სასიყვარულოდ, დამჩემდა ისევ განშორება ვზარდე აღმართი, გადავიკიდე უხსოვრები,ვით არ წარმართი, ხსოვნას ისინიც უნებლიე დარდით ამბობენ, და ღმერთსაც მოსავს მუქი ზეცა,როგორც გამგონებს, დამდევდა ფაშა,იმ ბილიკებს ასეთად შევრჩი, და თუ კი მეფედ,მაშინ მონებს სიმართლეს ვეტყვი, და თუ კი მონად,გადარგულად იყოს ხეობა, მონასაც შერჩეს სამართალი ვითა ზნეობა, გამგონის მადლი შეგეწიოს, როგორც გაისად, და თუ კი მომკლეს ჩემი ღმერთი ნახავს ნაისრალს...
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|