 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 11 აგვისტო, 2024 |
#ლექსები ნინო დარბაისელი
ამერიკული. დარდიანი
ყოველ დილით, ვიდრე მგზავრი ვინმე “ინტერსტეიტს” მარტო დაადგება. იღვიძებენ სხვა მძღოლები ადრე, რომ მოასწრონ გზების დალაგება.
სავსე არის არე ცხოველებით, წუხელ ვინც რომ ბნელში გაიტანეს, მკვდრები ყრიან, სპეციალურ ,,თრაქში აგროვებენ დახოცილთა ტანებს:
პოსომები, რაკუნები, ციყვი, არმადილო, ფრინველებიც ყრია. დაუტყვია ღამეს სისხლის კვალი, მათ დახოცვას არ სჭირდება ტყვია!
აქ იმდენი დახოცილი მოსჩანს, შეშურდება დიად მონადირეს, და მათ შორის იმდენია ნუკრი, ძუძუებში რძე ადგება ირემს.
დამნაშავე?! - სივრცეს ურბანისტულს გარს აკრავენ ტყეთა მწვანე საფარს, ნადირი კი - გადარბენას ცდილობ, რა ჰქნას მძღოლმა, ისიც სულს თუ ღაფავს!
გასწავლიან, წინ თუ ცხოველს ხედავ, არ შეჩერდე! ავაცილო სად - მე! ლომისათვის ზოოპარკში მიაქვთ? მარხავენ თუ წყნარად წვავენ სადმე?
შენც გულგრილად ჩაიარო უნდა, მძღოლი ხარ და არ გაქვს მეტი ნება. ძილ- ღვიძილში მოკლულებში დავალ. ყოველ დილით - ასე მეტირება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ეჰ, მუხა საყვარელო, საბჭოთა შპიონები რამდენიმე რამეში იყიდებოდნენ ამერიკაში. ყველა არ მახსოვს 1.გაგარინი - ერქვა ჩაიში ჩაგდებულ ლიმონს რომ ჩაიწურავდნენ 2. საპირფარეშოდან გამოსულები ხელებს არ იბანდნენ და კაცები შარვალს გარეთ გასულები იკრავდნენ 3. მკლავზე ყველას ჰქონდა ყვავილის ანაცერი, რომელიც მგონი ახალშობილს უკეთდება გაჩენისთანავე 4 ქალები - კეცავდნენ და ინახავდნენ ცელოფნის პარკებს, საჭმლის ჩასადებ ერთჯერად კოლოფებს რეცხავდნენ და ასევე, ინახავდნენ. ქალებიც და კაცებიც ისხამდნენ ისეთ მძაფრსუნიან სუნამოებს, სუნი მათ სხეულს სცდებოდა და მთელს სოციალურ გარემოში იგრძნობოდა, მათი წასვლის მერეც კარგა ხანს რჩებოდა. 5. ახალჩამოსულებს ეცვათ ამერიკელი უსახლკაროებივით, სულ ბრენდის წარწერიანი ტანსახმელი და ბოტასები, ოღონდ ახალი და ასე შემდეგ.
ეს ამდენი რამ იმიტომ ჩამოვთვალე, რომ გადავწყვიტე შენთვის სწორი პასუხი მომეწერა, საქმეში ჩახედულისთვის მეკითხა და გავიყიდე, რომ საბჭოთა მენტალობისგან კიდევ არა ვარ თავისუფალი. მანქანის გატანილი ცხოველის ხორცის ჭამა ზოოპარკის ლომისთვის როგორ შეიძლებაო!
ლომსაც და ზოოპარკის სხვა ცხოველებსა და ფრინველებსაც ჰყოლიათ საკუთარი დიეტოლოგები (დენტისტებიც) - უმაღლესდამთავრებული არა “ბეჩელერები”, არამედ “მასთერს დეგრიიანი” ხალხი და ზუსტად დასგენილ, შემოწმებულ ულუფას გეახლებიან.
რაც შეეხება იმ სპეციალური მანქანების მიერ დილ-დილობით მოგროვებულ გატანილ ცხოველებს, დაუყოვნებლივ წვავენ, რომ რაიმე დაავადების გავრცელება არ მოხდესო. ყოფილა მათთვის ცალკე, სპეციალური კრემატორიუმი. ადგილი ტრასაზე - სადაც მოკლული ცხოველი ეგდო, მუშავდება ძლიერი ანტობაქტერიოლოგიური შესასხურებლითო. ჩემი შემდეგი კითხვა იყო კი მაგრამ, ვიდრე ისინი იმ ადგილს დაამუშავებდნენ, მანქანებმა ხომ გაიარეს და ბორბლებით ისედაც წაიღებდნენ , თუ რამე საშიში იყო-მეთქი. პასუხი ასეთი გამცეს: - ასი პროცენტით რისკის აცილება გამორიცხულია და მსგავს შემთხვევებში რისკის შემცირების პროცენტულ მაჩვენებლზეა ჩვენი მუშაობა გათვლილიო.
ეჰ, მუხა საყვარელო, საბჭოთა შპიონები რამდენიმე რამეში იყიდებოდნენ ამერიკაში. ყველა არ მახსოვს 1.გაგარინი - ერქვა ჩაიში ჩაგდებულ ლიმონს რომ ჩაიწურავდნენ 2. საპირფარეშოდან გამოსულები ხელებს არ იბანდნენ და კაცები შარვალს გარეთ გასულები იკრავდნენ 3. მკლავზე ყველას ჰქონდა ყვავილის ანაცერი, რომელიც მგონი ახალშობილს უკეთდება გაჩენისთანავე 4 ქალები - კეცავდნენ და ინახავდნენ ცელოფნის პარკებს, საჭმლის ჩასადებ ერთჯერად კოლოფებს რეცხავდნენ და ასევე, ინახავდნენ. ქალებიც და კაცებიც ისხამდნენ ისეთ მძაფრსუნიან სუნამოებს, სუნი მათ სხეულს სცდებოდა და მთელს სოციალურ გარემოში იგრძნობოდა, მათი წასვლის მერეც კარგა ხანს რჩებოდა. 5. ახალჩამოსულებს ეცვათ ამერიკელი უსახლკაროებივით, სულ ბრენდის წარწერიანი ტანსახმელი და ბოტასები, ოღონდ ახალი და ასე შემდეგ.
ეს ამდენი რამ იმიტომ ჩამოვთვალე, რომ გადავწყვიტე შენთვის სწორი პასუხი მომეწერა, საქმეში ჩახედულისთვის მეკითხა და გავიყიდე, რომ საბჭოთა მენტალობისგან კიდევ არა ვარ თავისუფალი. მანქანის გატანილი ცხოველის ხორცის ჭამა ზოოპარკის ლომისთვის როგორ შეიძლებაო!
ლომსაც და ზოოპარკის სხვა ცხოველებსა და ფრინველებსაც ჰყოლიათ საკუთარი დიეტოლოგები (დენტისტებიც) - უმაღლესდამთავრებული არა “ბეჩელერები”, არამედ “მასთერს დეგრიიანი” ხალხი და ზუსტად დასგენილ, შემოწმებულ ულუფას გეახლებიან.
რაც შეეხება იმ სპეციალური მანქანების მიერ დილ-დილობით მოგროვებულ გატანილ ცხოველებს, დაუყოვნებლივ წვავენ, რომ რაიმე დაავადების გავრცელება არ მოხდესო. ყოფილა მათთვის ცალკე, სპეციალური კრემატორიუმი. ადგილი ტრასაზე - სადაც მოკლული ცხოველი ეგდო, მუშავდება ძლიერი ანტობაქტერიოლოგიური შესასხურებლითო. ჩემი შემდეგი კითხვა იყო კი მაგრამ, ვიდრე ისინი იმ ადგილს დაამუშავებდნენ, მანქანებმა ხომ გაიარეს და ბორბლებით ისედაც წაიღებდნენ , თუ რამე საშიში იყო-მეთქი. პასუხი ასეთი გამცეს: - ასი პროცენტით რისკის აცილება გამორიცხულია და მსგავს შემთხვევებში რისკის შემცირების პროცენტულ მაჩვენებლზეა ჩვენი მუშაობა გათვლილიო.
1. ლომისათვის ზოოპარკში მიაქვთ? მარხავენ თუ წყნარად წვავენ სადმე?
მეც მაინტერესებს ??
ლომისათვის ზოოპარკში მიაქვთ? მარხავენ თუ წყნარად წვავენ სადმე?
მეც მაინტერესებს ??
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|