ანა ახმატოვა - სიყვარული სხვებზე უწინ ხვდება სიკვდილს
სიყვარული სხვებზე უწინ ხვდება სიკვდილს, ლიქნი ხმას კმენდს, დაოკდება სიქადული, როცა ელდა ეუფლება სასომიხდილს, აუტანლად უმძიმდება სიარული.
სიყვარული მოტყუებით იპყრობს მკვიდრად, მარტივი და უგერგილო წანამღერით, არ გერია ცოტა ხნის წინ გასაკვირად თმაში ვერცხლი, არ გქენჯნიდა არც ნაღველი.
ბედნიერი იღიმოდა როცა სახლში, მოსეირნე ბაღნარებში, ტყეში, ველად, თავს ჩათვლიდი თავისუფლად, ლაღად მაშინ, მიიჩნევდი შენს ნებაზე იყავ ყველგან.
ანათებდი, დაგიმონა მისმა ხიბლმა შხამგარეულ ნახარშებით, ბადახშებით, კამკამებდნენ ვარსკვლავები უფრო მსხვილად და სხვა სურნელს გააფრქვევდნენ ბალახები, შემოდგომის ბალახები.
12.08.2024 წ.
Анна Ахматова – Любовь всех раньше станет смертным прахом
Любовь всех раньше станет смертным прахом. Смирится гордость, и умолкнет лесть. Отчаянье, приправленное страхом, Почти что невозможно перенесть.
Любовь покоряет обманно, Напевом простым, неискусным. Еще так недавно-странно Ты не был седым и грустным.
И когда она улыбалась В садах твоих, в доме, в поле, Повсюду тебе казалось, Что вольный ты и на воле.
Был светел ты, взятый ею И пивший ее отравы. Ведь звезды были крупнее, Ведь пахли иначе травы, Осенние травы.
1911
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ! დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ!
1. კარგი სიყვარულიანი ლექსი,კარგი თარგმანით. კარგი სიყვარულიანი ლექსი,კარგი თარგმანით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|