 | ავტორი: დებორა ჟანრი: თარგმანი 14 აგვისტო, 2024 |
#თარგმანები
#თარგმანები
მთარგმნელისაგან:
ახმატოვას კი ხშირად ვთარგმნი, მაგრამ მე ხომ სინამდვილეში მარინა ცვეტაევა მიყვარს. ცვეტაევა ახმატოვას აღმერთებდა. ანა - ზემოდან უყურებდა. დიდად არ იყო აღტაცებული მისი ლექსებით. ერთი მეგობარი ეხუმრებოდა, ისე ხართ, როგორც შოპენი და შუმანიო. შუმანიც ირეოდა შოპენზე… არადა რამხელა კომპოზიტორია! ნამდვილად არანაკლები. როგორც იქნა, 1941 წელს მათი შეხვედრა შედგა ანას მოსკოველი მეგობრის ბინაზე. მარინამ საამისოდ ასობით კილომეტრი გამოიარა, რომ ცოცხლად ენახა თავისი კერპი. ეგონა, იმდენ რამეს ეტყოდა, იმდენს მოუყვებოდა, თავის ლექსებსაც წაუკითხავდა …. და ყველაფერი ერთიანად დაავიწყდა. იჯდა უხმოდ და შეჰყურებდა. არც ანას გაუბამს დიდი საუბარი. მოიწყინა, დაიღალა საათობით მუნჯად ჯდომით. როგორც იქნა, კარგა შებინდებულზე მარინა ადგა და მასპინძლებს დაემშვიდობა. მისი წასვლის მერე ანამ მხოლოდ ეს ჩაილაპარა უკმაყოფილოდ: - ამხელა გზა გამოიარა, რომ დამჯდარიყო აქ მთელი შვიდი საათი და ხმა არ ამოეღოო.! თქვა ეს და დასაძინებლად მზადებას შეუდგა.
ეს ლექსი მართლა ვერ გავიხსენე, ნათარგმნი რომ მქონდა, მეგობარს დასჭირდა რაღაცაში და ახლიდან ვაპირებდი დაჯდომას. ვიფიქრე, მოდი, მაინც ვცდი და მოვძებნი- მეთქი და ვიპოვეე! Lasha Osidze
მარინა ცვეტაევა
რეკვიემი
რამდენი შორეულ უფსკრულში ჩამიწდა, როდი გაერიდა. დღე მოვა, მეც ასე გავქრები, წამიც და ძირს - მიწის პირიდან!
დაცხრება ყოველი, მხნე და ახოვანი, ბრძოლა ცეცხლოვანი, სიმწვანე ამ თვალთა, ხმა კეთილხმოვანი, თმები ოქროვანი.
სიცოცხლეს არსობის პურისთვის - ვერ შევრჩი, ყოფით ავსებულა. იქნება ყოველი, თითქოს ცისქვეშეთში არც კი ვარსებულვარ.
ორგული ბავშვივით იცვლება ყოველწამს, ბრაზში ვერ ეფლობა... დრო შეყვარებულთა - ბუხარი რომ დაწვავს, შეშა იფერფლება.
ვიოლანჩელონი, ტყის კავალკადები, და სოფლის ზარები... ცოცხალი, ნამდვილი ასე დაბადებით მიწად ვიარები.
თქვენ - ვინც უზომობას ცნობთ ჩემს ვერდაფარულს, უცხოს თუ ჩემიანს, მოგთხოვთ რწმენასა და შემოგთხოვთ სიყვარულს, ვინც ქვეყნად რჩებიან.
დღედაღამ ვწერე და მართლისთვის ვიარე, არც ეს და არც ისა, რადგანაც ვყოფილვარ ხშირად მგლოვიარე, თან მხოლოდ ოცისა,
რადგან პატიება გარდაუვალია, არ მითქვამს უარი. უსაზღვრო სინაზეს თავი შევალიე ამაყი იერი.
ჩქარია, რაც ხდება, სიმართლით და თანაც თამაშით ვიცლები. მისმინეთ!- და კიდევ, გიყვარდეთ, რადგანაც მე გარდავიცვლები!
1913
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Марина Цветаева
Реквием
Уж сколько их упало в эту бездну, Разверзтую вдали! Настанет день, когда и я исчезну С поверхности земли.
Застынет все, что пело и боролось, Сияло и рвалось. И зелень глаз моих, и нежный голос, И золото волос.
И будет жизнь с ее насущным хлебом, С забывчивостью дня. И будет все — как будто бы под небом И не было меня!
Изменчивой, как дети, в каждой мине, И так недолго злой, Любившей час, когда дрова в камине Становятся золой.
Виолончель, и кавалькады в чаще, И колокол в селе… — Меня, такой живой и настоящей На ласковой земле!
К вам всем — что мне, ни в чем не знавшей меры, Чужие и свои?! — Я обращаюсь с требованьем веры И с просьбой о любви.
И день и ночь, и письменно и устно: За правду да и нет, За то, что мне так часто — слишком грустно И только двадцать лет,
За то, что мне прямая неизбежность — Прощение обид, За всю мою безудержную нежность И слишком гордый вид,
За быстроту стремительных событий, За правду, за игру… — Послушайте! — Еще меня любите За то, что я умру.
1913 г.
#თარგმანები
მთარგმნელისაგან: გუშინ გიამბეთ, ანა ახმატოვას ცხოვრებაში ერთადერთხელ, (1941 წლის 7-8 ივნისს) შეხვდა მარინა ცვეტაევა-მეთქი. მოდით, ბოლომდე დავაზუსტოთ! როგორც ე. ჩუკოვსკაია იგონებს, იგი ანას მოსკოველ მეგობრის - ვიქტორ არდოვის სახლში მეორე დღესაც მისულა და შედარებით შეუბოჭავად ეჭირა თავიო. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა დიდი არ იყო, სულ სამი წელი, მაგრამ დასაწყისიდან, კარგა ხანს ანა ერთპიროვნულად დედოფლობდა, მოგვიანებით კი ახლობლებში გულისტკივილით აღნიშნავდა, ახლა ჩემს ლექსებს ნაკლებად ეტანებიან, ცვეტაევასნაირები მოსწონთო, ხოლო ცვეტაევა აღტაცებულ ლექსებს, …მეტიც, ლექსების ციკლს გაცნობამდე დაახლოებით ოცდაათი წლით ადრე - გასული საუკუნის ათიანი წლებიდან უძღვნიდა ანას - საკუთარი წარმოსახვის ნაყოფს - დედოფალს პოეზიისა. მარინას ანასადმი პიეტეტი არასოდეს განელებია, თუმცა მათ დისტანციურ ურთიერთობაში მაინც ჩნდებოდა(!) წვეტიანი მომენტები, რაც ენების მიტან-მოტანისა და საერთო ნაცნობების ,, დამსახურება” იყო. საერთო ნაცნობ-მეგობარი კი მართლაც არაერთი ჰყავდათ, ერთმანეთთან მიმოწერაც ჰქონდათ და ამ მხრივ მარინა უფრო აქტიურობდა, ანა მუდამ უგვიანებდა პასუხს და მერე თავაზიანად ებოდიშებოდა, რამე ასეთს მისწერდა, “დისგრაფია მჭირსო”. ერთიც იყოს: როცა ანა ახმატოვა მოსკოვში უნდა ჩასულიყო, რომ ძველი კავშირები გამოეყენებინა და კონტრრევოლუციონურ საქმიანობაში ეჭვმიტანილი, დაპატიმრებული ერთადერთი ვაჟის - ლევ გუმილიოვის გამოხსნა ეცადა რამენაირად, ეს ბ. პასტერნაკმა აცნობა ცვეტაევას და პოეტესების ის ცივი შეხვედრაც მისი მცდელობით შედგა. ისე, წარმოიდგინეთ, რა მძიმე ფსიქოლოგიური მომენტია ანასთვის. თავი გასჭირვებია და ამ დროს მხურვალე თაყვანისმცემელთან უსასრულოდ გაწელილ პირისპირ შეხვედრას უნდა გაუძლოს! მანამდე ცხოვრებას არც მარინასთვის დაუკლია მძიმე განსაცდელი, მაგრამ შეხვედრის დროს ამაზე სიტყვა არ თქმულა, არც ანას და მით უფრო არც მარინას მხრიდან, ხელიც არ ჩამოურთმევიათო.
ახმატოვასადმი მიძღვნილი მარინას ლექსებიდან ეს ერთი შევარჩიე: “არ რუსულად ” აღნაგი სხეული, მხრებზე - თურქული შალი, მანტიასავით რომ მოსჩანს - ეს შტრიხები მკითხველის წარმოსახვაშიც ანას დედოფლურ, გრაფიკულ პორტრეტს ქმნის. ამ ადრეული ლექსის ორიგინალში უკვე გამოვლენილია მარინა ცვეტაევას პოეტური სტილისთვის ნიშნეული მღელვარე რიტმულ - ინტონაციური, ინდივიდუალურობა, სათქმელის გადმოცემისას განუმეორებლობა - . ბოლომდე ართქმის შეუდარებელი ხელოვნება, (“искусство недосказанности”), როცა ზოგჯერ გამოტოვებულია ლოგიკური ჯაჭვის მთავარი რგოლიც კი.
მარინა ცვეტაევა
ანა ახმატოვას
ვიწრო, არ-რუსულად აღნაგი სხეული - ძირს ფოლიანტია. თურქული შალი კი მხრებზე მოხვეული, დაეშვა მანტიად. თქვენი გამოსახვა სულ ერთი წყვეტილით, შავით შეიძლება. ლხინში - სიცივეა, დარდი დაწრეტილი - ლხინით შეიცვლება. თქვენი ცხოვრება კი - კანკალს შეუპყრია, წასვლას რით ემონოს? ასე მოღრუბლული - ეს კუშტი შუბლია - ჭაბუკი დემონის. ყველა მიწიერით თავი შეიქციოთ, თქვენთვის იოლია. და უიარაღოდ ლექსი რომც აქციოთ, გულში გაგვჭოლია. ხუთის თხუთმეტია. ნელ- ნელა თენდება გარეთ და მარტო ვარ. მე თქვენ შეგიყვარეთ, ანა ახმატოვა!
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
1915
Марина Цветаева
Анне Ахматовой
Узкий, нерусский стан — Над фолиантами. Шаль из турецких стран Пала, как мантия. Вас передашь одной Ломаной черной линией. Холод — в весельи, зной — В Вашем унынии. Вся Ваша жизнь — озноб, И завершится — чем она? Облачный — темен — лоб Юного демона. Каждого из земных Вам заиграть — безделица! И безоружный стих В сердце нам целится. В утренний сонный час, — Кажется, четверть пятого, — Я полюбила Вас, Анна Ахматова
1915
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ანა ახმატოვა . თავისუფალი იყო თავის გრძნობების, თუ პიროვნული შეგრძნების ,ემოციური განცდების გამოხატვაში, თავდაჯერებული იყო თავის ცოდნა-განათლებაში. ანა ახმატოვა საკუთარ ლიტერატურულ ბედს განსაკუთრებით ტრაგიკულად აღიქვამდა და ამას გამოხატავდა სიტყვებით "მენია ნე ზნაიუტ.."გულისხმოვდა არა მარტო გამოუქვეყნებელ "რეკვიუმს" არამედ საერთოდ მისი პოეზიის ვერგაგებას. ' ანა ახმატოვა . თავისუფალი იყო თავის გრძნობების, თუ პიროვნული შეგრძნების ,ემოციური განცდების გამოხატვაში, თავდაჯერებული იყო თავის ცოდნა-განათლებაში. ანა ახმატოვა საკუთარ ლიტერატურულ ბედს განსაკუთრებით ტრაგიკულად აღიქვამდა და ამას გამოხატავდა სიტყვებით "მენია ნე ზნაიუტ.."გულისხმოვდა არა მარტო გამოუქვეყნებელ "რეკვიუმს" არამედ საერთოდ მისი პოეზიის ვერგაგებას. `
3. მადლობა, მუხა! ძალზე საინტერესო, ვრცელი საუბარი გამოგვივიდა ქ-ნ ნესტან რატიანსა და მე ანასა და მოდილიანის შესახებ.
თუ დროზე შეიხედავ იქ , ხომ კარგი და ვშიშობ, კომენტარები ჩაიკარგება. ჩემი პასუხები გადმომაქვს:
სკანდალების შესახებ:
- ეჰ, იმ გარემოში ეგ რა სკანდალი იქნებოდა. დიდი ხვეწნის, სამჯერ უარის მიღების მერე გუმილიოვი ახმატოვას ცოლად ირთავს, თაფლობის თვის გასატარებლად პარიზში მიდიან და ახალჩასულები კაფე როტონდაში მოდელიანს ნახავენ თუ არა, ანას ნიკალაი ეგრევე ავიწყდება, საჯაროდ მოდილიანს მისამართს აწერინებს ფურცელზე და ნიკალაი რომ გააპროტესტებსავით, მოდილიანი იქით გაამტყუნებს საჯაროდ, ქალს, თუნდაც ცოლი იყოს, თავისუფლებას რატომ უზღუდავო, ერთმანეთზე გაიწევენ. დააშოშმინებენ სხვები. ანაც - გაებუტება ნიკალაის და მეორე დღესვე მოდილიანს მიადგება ჭუჭყიან ნაქირავებში!!! და ვითომც არაფერი! წლის თავზე ისევ ჩააკითხავს. ნიკალაის ევალებოდა, უხვად დაეფინანსებინა ანას ვოიაჟები საყვარლებთან, აი, თვით კი უნდა დარჩენილიყო უმანკო, ვითარცა კრავი!
***
ახმატოვასა და მოდილიანის ურთიერთობა - რეალობა და ლევენდები
- მოგონებით - არ მოუგონია ახმატოვას, აი, სიბერეში კი ბევრი ,, ძეძვი შეასხა” მაგ ეპიზოდს, როგორც გურამიშვილი იტყოდა. ერთი წლის მერე ანა პარიზში მართლაა დაბრუნებული…. მერე იტალიაშიც იმოგზაურა ფეხმძიმემ - ეს ყველაფერი სხვა ფაქტებით დასტურდება, … ნაცნობ ადგილებსა და მისამართს რომ მიაკითხავდა, არც ესაა ლოგიკურად გამორიცხული, მაგრამ სიბერეში წერა და წერა მოგონებები, რომლის ერთადერთი წყაროც - მისი ტექსტია. სხვაგან არსად მსგავსი არაფერი დასტურდება მოდილიანის ბიოგრაფიაში, რომელიც საკმაოდ კარგადაა შესწავლილი. გრძელ წერილებს მიგზავნიდა მთელი წელი მოდილიანიო, ამ დროს ფრანგული წყაროებიდან, თან არაერთიდან ცნობილია, რომ დისგრაფია სჭირდა ამადეოს და მოკლე, ინფორმაციულ ტექსტსაც ვერ იწერდა უშეცდომოდ ფრანგულად. თან ეს მის ცხოვრებაში რა პერიოდია, უნდა გაიხსენო. სხვა პრობლემები აქვს დიდი და სულ არ სცალია ანასთან ამურული ამბებისათვის.
მოდილიანი რომ ნამდვილად ეტყოდა, ესპანელ ქალს ჰგავხარო, ეგ მჯერა. საქმე ისაა, რომ ანალოგიური მონახაზის ქალები მოდილიანს ანას გაცნობამდეც ჰქონდა დახატული, მაგ თემაზე მუშაობდა. მე ანა მიყვარს (თუმცა მარინაზე ძალიან -არა!) მაგრამ ამ გარემოების როგორი ახსნა შემხვედრია, იცი?! მოდილიანი ,,ზარანეე პრედჩუვსტვოვალ ეტუ ვსტრეჩუო”- ადრევე, უკვე ზმანებებში ხედავდა ანას და კიდეც ხატავდაო - როგორი უძლეველი რომანტიკაა!!! ყველა აღტაცებულია! გამოკვლევიდან გამოკვლევაში გადადის რომანტიკა და რა გინდა რომ ქნა, ჩხირკედელა დარბაისელო! რატომ ხარ ბოროტი და ცინიკოსი, შე გულნამცეცა, შურიანო ადამიანო! “პოეტი მაინც არ იყო!” ( “მარშალ დე ფანტიეს ხმაზე”)
შეიძლება თუ არა, ნამდლად ანა იყოს გამოსახული იმ ოცდაშვიდ გრაფიკულ ნამუშევარზე, რუსეთის რომელიღაც მუზეუმმა რომ შეიძინა?
- სათუოა….რაკი ჭორაობა დავიწყე საჯაროდ, ბოლომდე მაჭორავე რა!???? ახალგაზრდა ანას ჰქონდა სახასიათო პროფილი, სურათებზეც ხომ ჩანს კეხი. (მერე - ასაკში ფერხორცი რომ შეისხა, სახის პროპორციებიც შეეცვალა და ნაკლებად ემჩნეოდა) ანა ადრე მაღალი, ტანხმელი ქალი იყო, შავთმიანი, დიდი და ვნებიანი თვალის ბუდეებით, საიდანაც მოულოდნელი ცისფერი თვალები ანათებდა. ძნელი იყო, ამ ეფექტს კაცი გულგრილად დაეტოვებინა. მოდილიანი - ვიდრე მასალას ზეთში (ან ტემპერაში) გადაიტანდა, წინასწარ გრაფიკულ “სქრეჩებს”, “” დრაფტებს” ფანქრით ბევრს აკეთებდა, (სხვა ინსტრუმენტია - კალამი) და ბევრიცაა დღემდე შემორჩენილი, ერთ უზარმაზარ წიგნადაცაა გამოცემული ნაწილი. მოდილიანი ძირითადად ქალთა პორტრეტისტი იყო. ნიუებსაც ეტანებოდა. ანუ ეს არ იყო ბუნებრივი მზის განათების მხატვარი. სტუდიოში დგამდა კომპოზიციას. ჩვეულებრივ სკრეჩის ვერსიებს აკეთებდა , ადგენდა და მერე რომელიმეს აირჩევდა. ესპანური თემით რომ იყო იმ დროს გატაცებული,ეს საქრესტომათიო ცოდნაა. აღმოჩენილი 27 ჩანახატი,ლეგენდათა მოყვარულებმა ანას დაკარგულ და სასწაულებრივად, უცხოეთში აღმოჩენილ პორტრეტებად უმალ რომ მიიჩნიეს, სახასიათო ცხვირს არ გვიჩვენებს, შესაძლოა, ანასთან კავშირიც არ ჰქონდეს სულაც არ ასახავდეს. მადლობა, მუხა! ძალზე საინტერესო, ვრცელი საუბარი გამოგვივიდა ქ-ნ ნესტან რატიანსა და მე ანასა და მოდილიანის შესახებ.
თუ დროზე შეიხედავ იქ , ხომ კარგი და ვშიშობ, კომენტარები ჩაიკარგება. ჩემი პასუხები გადმომაქვს:
სკანდალების შესახებ:
- ეჰ, იმ გარემოში ეგ რა სკანდალი იქნებოდა. დიდი ხვეწნის, სამჯერ უარის მიღების მერე გუმილიოვი ახმატოვას ცოლად ირთავს, თაფლობის თვის გასატარებლად პარიზში მიდიან და ახალჩასულები კაფე როტონდაში მოდელიანს ნახავენ თუ არა, ანას ნიკალაი ეგრევე ავიწყდება, საჯაროდ მოდილიანს მისამართს აწერინებს ფურცელზე და ნიკალაი რომ გააპროტესტებსავით, მოდილიანი იქით გაამტყუნებს საჯაროდ, ქალს, თუნდაც ცოლი იყოს, თავისუფლებას რატომ უზღუდავო, ერთმანეთზე გაიწევენ. დააშოშმინებენ სხვები. ანაც - გაებუტება ნიკალაის და მეორე დღესვე მოდილიანს მიადგება ჭუჭყიან ნაქირავებში!!! და ვითომც არაფერი! წლის თავზე ისევ ჩააკითხავს. ნიკალაის ევალებოდა, უხვად დაეფინანსებინა ანას ვოიაჟები საყვარლებთან, აი, თვით კი უნდა დარჩენილიყო უმანკო, ვითარცა კრავი!
***
ახმატოვასა და მოდილიანის ურთიერთობა - რეალობა და ლევენდები
- მოგონებით - არ მოუგონია ახმატოვას, აი, სიბერეში კი ბევრი ,, ძეძვი შეასხა” მაგ ეპიზოდს, როგორც გურამიშვილი იტყოდა. ერთი წლის მერე ანა პარიზში მართლაა დაბრუნებული…. მერე იტალიაშიც იმოგზაურა ფეხმძიმემ - ეს ყველაფერი სხვა ფაქტებით დასტურდება, … ნაცნობ ადგილებსა და მისამართს რომ მიაკითხავდა, არც ესაა ლოგიკურად გამორიცხული, მაგრამ სიბერეში წერა და წერა მოგონებები, რომლის ერთადერთი წყაროც - მისი ტექსტია. სხვაგან არსად მსგავსი არაფერი დასტურდება მოდილიანის ბიოგრაფიაში, რომელიც საკმაოდ კარგადაა შესწავლილი. გრძელ წერილებს მიგზავნიდა მთელი წელი მოდილიანიო, ამ დროს ფრანგული წყაროებიდან, თან არაერთიდან ცნობილია, რომ დისგრაფია სჭირდა ამადეოს და მოკლე, ინფორმაციულ ტექსტსაც ვერ იწერდა უშეცდომოდ ფრანგულად. თან ეს მის ცხოვრებაში რა პერიოდია, უნდა გაიხსენო. სხვა პრობლემები აქვს დიდი და სულ არ სცალია ანასთან ამურული ამბებისათვის.
მოდილიანი რომ ნამდვილად ეტყოდა, ესპანელ ქალს ჰგავხარო, ეგ მჯერა. საქმე ისაა, რომ ანალოგიური მონახაზის ქალები მოდილიანს ანას გაცნობამდეც ჰქონდა დახატული, მაგ თემაზე მუშაობდა. მე ანა მიყვარს (თუმცა მარინაზე ძალიან -არა!) მაგრამ ამ გარემოების როგორი ახსნა შემხვედრია, იცი?! მოდილიანი ,,ზარანეე პრედჩუვსტვოვალ ეტუ ვსტრეჩუო”- ადრევე, უკვე ზმანებებში ხედავდა ანას და კიდეც ხატავდაო - როგორი უძლეველი რომანტიკაა!!! ყველა აღტაცებულია! გამოკვლევიდან გამოკვლევაში გადადის რომანტიკა და რა გინდა რომ ქნა, ჩხირკედელა დარბაისელო! რატომ ხარ ბოროტი და ცინიკოსი, შე გულნამცეცა, შურიანო ადამიანო! “პოეტი მაინც არ იყო!” ( “მარშალ დე ფანტიეს ხმაზე”)
შეიძლება თუ არა, ნამდლად ანა იყოს გამოსახული იმ ოცდაშვიდ გრაფიკულ ნამუშევარზე, რუსეთის რომელიღაც მუზეუმმა რომ შეიძინა?
- სათუოა….რაკი ჭორაობა დავიწყე საჯაროდ, ბოლომდე მაჭორავე რა!???? ახალგაზრდა ანას ჰქონდა სახასიათო პროფილი, სურათებზეც ხომ ჩანს კეხი. (მერე - ასაკში ფერხორცი რომ შეისხა, სახის პროპორციებიც შეეცვალა და ნაკლებად ემჩნეოდა) ანა ადრე მაღალი, ტანხმელი ქალი იყო, შავთმიანი, დიდი და ვნებიანი თვალის ბუდეებით, საიდანაც მოულოდნელი ცისფერი თვალები ანათებდა. ძნელი იყო, ამ ეფექტს კაცი გულგრილად დაეტოვებინა. მოდილიანი - ვიდრე მასალას ზეთში (ან ტემპერაში) გადაიტანდა, წინასწარ გრაფიკულ “სქრეჩებს”, “” დრაფტებს” ფანქრით ბევრს აკეთებდა, (სხვა ინსტრუმენტია - კალამი) და ბევრიცაა დღემდე შემორჩენილი, ერთ უზარმაზარ წიგნადაცაა გამოცემული ნაწილი. მოდილიანი ძირითადად ქალთა პორტრეტისტი იყო. ნიუებსაც ეტანებოდა. ანუ ეს არ იყო ბუნებრივი მზის განათების მხატვარი. სტუდიოში დგამდა კომპოზიციას. ჩვეულებრივ სკრეჩის ვერსიებს აკეთებდა , ადგენდა და მერე რომელიმეს აირჩევდა. ესპანური თემით რომ იყო იმ დროს გატაცებული,ეს საქრესტომათიო ცოდნაა. აღმოჩენილი 27 ჩანახატი,ლეგენდათა მოყვარულებმა ანას დაკარგულ და სასწაულებრივად, უცხოეთში აღმოჩენილ პორტრეტებად უმალ რომ მიიჩნიეს, სახასიათო ცხვირს არ გვიჩვენებს, შესაძლოა, ანასთან კავშირიც არ ჰქონდეს სულაც არ ასახავდეს.
1. მარინა ცვეტაევა და ანა ახმატოვა, სხვდასახვა ტიპები იყვნენ პიროვნული თვისებებით, თუ ბედი-უბედობით და ცხოვრების შინაარსით განსხვავებული. მარინა ცვეტაევა იყო რითმიანი ლექსის დიდოსტატი, მაგრამ ლექსთწყობის მიმართ განსხვავებული უარყოფითი პოზიცია არასოდეს გამოუთქვამს. მე-20საუკუნის მსოფლიო პოეზიის დედოფალის ანა ახმატოვას ლირიკა , ძალიან საინტარესოა , ახმატოვას ყველა ლექსი წაკითხული მაქვს, 1989წლის გამოცემული წიგნი მაქვს. (ანნა ახმატოვა ლირიკა) და შესავალში წერს ასე "მოკლედ ჩემს შესახებ"ო და წიგნში 390 ლეწსია. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) მომეწონა
მარინა ცვეტაევა და ანა ახმატოვა, სხვდასახვა ტიპები იყვნენ პიროვნული თვისებებით, თუ ბედი-უბედობით და ცხოვრების შინაარსით განსხვავებული. მარინა ცვეტაევა იყო რითმიანი ლექსის დიდოსტატი, მაგრამ ლექსთწყობის მიმართ განსხვავებული უარყოფითი პოზიცია არასოდეს გამოუთქვამს. მე-20საუკუნის მსოფლიო პოეზიის დედოფალის ანა ახმატოვას ლირიკა , ძალიან საინტარესოა , ახმატოვას ყველა ლექსი წაკითხული მაქვს, 1989წლის გამოცემული წიგნი მაქვს. (ანნა ახმატოვა ლირიკა) და შესავალში წერს ასე "მოკლედ ჩემს შესახებ"ო და წიგნში 390 ლეწსია. (თარგმანი ნინო დარბაისელისა) მომეწონა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|