ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
15 აგვისტო, 2024


აღთქმა

არ შემძლებია თურმე , თუმცა ვხვდებოდი მაინც
არც აღსარების თქმა და არც დავიწება დარდთა
ჩემს თავთან როცა ვიბრძვი, გველის შხამივით მსუსხავს
შენგან ნათქვამი ფიცი და შებღალული აღთქმა.

მაგრამ ადამის მოდგმის,  განკურნებაც და სენიც
თანაბრად ძალმიძს თურმე , სხვისთვის ვისუთქავდე სხვისთვის...
ჩემი ბრძოლების ჭირში,  აყვავილება შენიც,
ცხოვრება სადღა დამრჩა, მაინც ცხოვრებად ითქმის .

ძალა როდია მტრობა, ძალა როდია კლავდე?!
როცა იარებს იტან , როცა ტკივილებს ერწყმი
და გამარჯვების კვარცხლბეგს, გამარჯვებული დადგე
და არა როგოც ნეხვზე მიფურთხებული ნერწყვი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები