ნინო დარბაისელი
ვია დოლოროზა
(ლეგენდა ამბობს, გოლგოთაზე ამავალი ქრისტე წამით აჰასფერის სახლის კედელს მიეყრდნო, მან კი დასცინა - აქაურობა ნუ გამისისხლიანე, ჯვარცმიდან გამომიარეო! ქრისტემ დაწყევლა იგი, ბოლო სამსჯავრობდე ასე, ცოცხალმა იარეო. მერე სენ ჟერმენზე ამბობდნენ, აჰასფერიაო)
იესო ღმერთო, ჭირთა მთმენო, შენზე ლეგენდათა აჰა, სფერო! ისევ ცოცხალი ხარ, სენ ჟერმენო?! დღემდე უფალს ელი, აჰასფერო?!
ამბობენ გოლგოთაზე ამავალი შენი სახლის კედელს მიეყუდა. გითქვამს: - შენი რა მაქვს, აბა, ვალი? კედელი სულ სისხლშია, რჩება ყრუდა.
მეფე ხარ? აღსდგები? გაიარე! წადი, აქვითინე კლდე- ლოდები! როცა გიხილავენ ნაიარევს, ჯვარცმიდან აღმდგარს გელოდები.
აჰასფერ, უფლის დაწყევლილო, მას მერე მის მოსვლას მოელი და გინდა სენ ჟერმენს დაეწყვილო, გიცოდებ - არმცნობი - მომავლიდან!
#ლექსები
ნინო დარბაისელი
სიკვდილ-სიცოცხლის საკითხავი (ხალხურს კილოზედ)
ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, ნეტა დედაა თუ მამა არი, ბოლომდე რად ამოგვადინა ლუკმა, აქ ყოფნით ნაამარი!
თან რამე მაინც წაგვატანე, გვისტუმრებ სულ ხელცარიალებს. შავი მზე პირქვე დამხობილა, ქარიშხლიანი ცა რიალებს.
სიცოცხლევ, ასე მოკლე რატომა ხარ, რაწამს დაიწყები - დაილევი. ტირილით მოსულებს - დაგვტირიან და გულზე გვაწყვია ყვავილები.
ნეტა რიგს მაინც უყურებდეს, არც რას დაგიდევს და არც რას დასდევს. - ბებრებს იქ წასვლა ენატრებათ, შენ - რად დარევიხარ ახალგაზრდებს, ახალგაზრდებს!
ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, სიცოცხლეც - შენი შვილი არი? სიკვდილო, შენი ჯერიც დადგეს, სადაც ჩვენ გვიშვებ, შენ იარე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. შეშინებული ღმერთი დიდხანს უყურებდა ადამიანებს რომლემბაც სიცოცხლე შეიმოკლეს,მერე ფიქრისგან დაღლილებს გადმოხედა და უთხრა,რომ ღმერთი ის იყო და არა ადამიანები.თუმცა არასდროს შეშინებია იმის რასაც ღმერთბა ქვია,მას ალბათ ადამიანობის შეეშინდა. შეშინებული ღმერთი დიდხანს უყურებდა ადამიანებს რომლემბაც სიცოცხლე შეიმოკლეს,მერე ფიქრისგან დაღლილებს გადმოხედა და უთხრა,რომ ღმერთი ის იყო და არა ადამიანები.თუმცა არასდროს შეშინებია იმის რასაც ღმერთბა ქვია,მას ალბათ ადამიანობის შეეშინდა.
2. იცით რაშია საქმე,ქრისტეს მსახურება მიტევებით იწყება და სინანულით მთავრდება,ამ ლექსში ფასეული ის ნაწილია მისი მკითხველისთვის რომელიც შეკითხვებს აჩენს,თუმცა ლაკონურობის გამო ეს შეკითხვები პასუხგაუცემელი რჩება,რატომ ლაკონურობის გამო იმიტომ რომ ამპარტავნებით და სიშლეგით არი გაჟღენთილი ეგ ლექსი,პარადოქსსაც ვერ უწოდებ მკითხველის ნაკლებობის გამო,თუმცა იდეა რომელიც მან წარმოშვა არ ეწინააღმდეგება საზოგადოდ დაწესებულ სტიგმას ღმერთის შესახებ და ისიც ისეთივე ლამაზია როგორც ღმერთი უბრალოდ ღმერთი მაგ დროისთვის ხასიათს შეგირჩევთ ალბათ,კალმის ტარის დაღლისთვის არ გაასამართლებენ ნამდვილად,მაგრამ იმასაც ვერ იტყვის ისტორია რატომ შევცვალეო,თუმცა მასეთ ადამიანებს ვისაც მკვლელის და ღმერთის მიმართ ერთიდაიგივე ნიშნული აქვთ შეხედულების,მხოლოდ ისღა დაგვრჩენია გვიყვარდესო?არა უბრალოდ ისღა ზედმეტი იყო. იცით რაშია საქმე,ქრისტეს მსახურება მიტევებით იწყება და სინანულით მთავრდება,ამ ლექსში ფასეული ის ნაწილია მისი მკითხველისთვის რომელიც შეკითხვებს აჩენს,თუმცა ლაკონურობის გამო ეს შეკითხვები პასუხგაუცემელი რჩება,რატომ ლაკონურობის გამო იმიტომ რომ ამპარტავნებით და სიშლეგით არი გაჟღენთილი ეგ ლექსი,პარადოქსსაც ვერ უწოდებ მკითხველის ნაკლებობის გამო,თუმცა იდეა რომელიც მან წარმოშვა არ ეწინააღმდეგება საზოგადოდ დაწესებულ სტიგმას ღმერთის შესახებ და ისიც ისეთივე ლამაზია როგორც ღმერთი უბრალოდ ღმერთი მაგ დროისთვის ხასიათს შეგირჩევთ ალბათ,კალმის ტარის დაღლისთვის არ გაასამართლებენ ნამდვილად,მაგრამ იმასაც ვერ იტყვის ისტორია რატომ შევცვალეო,თუმცა მასეთ ადამიანებს ვისაც მკვლელის და ღმერთის მიმართ ერთიდაიგივე ნიშნული აქვთ შეხედულების,მხოლოდ ისღა დაგვრჩენია გვიყვარდესო?არა უბრალოდ ისღა ზედმეტი იყო.
1. პირველ ლექსს გუსტავ დორეს გრავიურა ახლავს - “აჰასფერი”. აქ დადება, ხომ იცით, არასოდეს გამომდის. ვისაც ნახვა გინდათ, კი იცით, ფეისზე ჩემი გვერდი როგორ იპოვოთ. პირველ ლექსს გუსტავ დორეს გრავიურა ახლავს - “აჰასფერი”. აქ დადება, ხომ იცით, არასოდეს გამომდის. ვისაც ნახვა გინდათ, კი იცით, ფეისზე ჩემი გვერდი როგორ იპოვოთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|