| ავტორი: სერ ჟანრი: პროზა 24 აგვისტო, 2024 |
გუშინ ვნახე ატე'სი. თითქმის 10 წელი იყო გადაკარგული. არც ავი ისმოდა მისგან და არც კარგი. თვითონ მიპოვა. უფრო სწორად, არ დავიწყებია, სად ვცხოვრობდი. ატე'სი, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო. ყოველთვის. ბავშვობიდან. არასდროს მივუტოვებივარ, რამდენი თავს გადამხდებოდა უაზრო საფრთხე ან უსიამოვნება, იმდენი გაჩნდებოდა არსაიდან, ჩემს საშველად. დღემდე უზომოდ მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ უპატიებლად ადგა და გაქრა ერთ მშვენიერ დღეს. - როგორ მომენატრა, ამ აივანზე ნიავფერება და ბაასი შენთან. - რა გიშლიდა ხელს მერე, აქამდე გამოჩენილიყავი ? საოცრად თხელი აბჯრით შემოსილი, უზომოდ სიმაღლეში წასული, სახლში მოსულს დამხვდა აივანზე. ხმით ვიცანი, ხმით და თვალებით. უკიდეგანოდ ჩაშავებულ თვალებში,სადღაც ღრმა სიღრმეებში იკითხებოდა მისი ალალი და საყვარელი მზერა. - ატე'ს, აისრულე ოცნება ? - თითქმის. - როგორ თითქმის. დაგრჩა რაიმე აუსრულებელი ? - შავ ანგელოზთა სიაში მოვხვდი. ზედმეტად კარგი აღმოვჩნდი საიმისოდ, რომ "უბრალოდ" ერცენტრის უკვდავი ვყოფილიყავი. - შავი ანგელოზი ? გენერალი კა'ესსის შავ ანგელოზებზეა საუბარი ?! - კი... ერცენტრი დიდი პლანეტაა. იმპერიის ძლევამოსილი ცენტრია, მაგრამ ციტადელის არმია, სულ სხვა სიმაღლეა. სისტემის გულია. ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი ერთგული დამცველი, გენერალთაგან ქვეშეთის ოსტატის არმიის წევრი გახდა. ადამიანი, რომელსაც წარსულში თმებს ვაწიწკნიდი, ვეჭიდავებოდი, პლანეტებს ანადგურებს. - ატე'ს. - მინდა მუხლმოდრეკილმა მოგიხადო ბოდიში. ჩემს საქციელს არ ეშველება. დავაშავე. დაიწყო თუ არა, ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი, სულ გადავიკარგე. ვერასოდეს მოვიცალე. - მოიცლიდი. რომ მოგენდომა. არა ? - უნდა მომეცალა. იმიტომ რომ ძალიან მაკლდი. განსაკუთრებით პირველი სიკვდილის შემდგომ. რთულად მივეჩვიე ხანჯლის ფრიალს. - მე როგორ მაკლდი, ვერც კი წარმოიდგენ. მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად დამჭირდი, უბრალოდ არ ვიცოდი, სად მომეწვდინა ხმა. - იქ, სადაც მე გავატარე წლები, ნი'ა, არათუ ხმა, სინათლესაც ეშინია შემოჭყეტა. - რატომ შავი ანგელოზი, ატე'ს. წარმოუდგენელია ჩემთვის, შენ იყო ის სიკვდილის მანქანა, რომელიც მთელს პლანეტებს აოხრებს. - შემიპყრო ძალამ. უკიდეგანომ. თავი ყოვლისშემძლედ ვიგრძენი. უზენაესი სიმართლის გასამარჯვებლად, ყველაფერს ვაკეთებდი. არ მეგონა, ეგეთ უზარმაზარ ენერგიას თუ გავუმკლავდებოდი. - ელაპარაკე ? გქონდათ დიალოგი ? - არ დაიჯერებ. კი. ატე'სი მზერას არ მაცილებდა. მისი დასახიჩრებული სხეული, ცდილობდა იმ ტკბილი მომემტების გახსენებას, რომელთა სურნელებით გაჟღენთილი სიროპი მის ლავიწებს წვეთ-წვეთად გაანაყოფიერებდა, გაანათებდა და გულის ცოცხალ ფეთქვას გამოაჩენდა. საუბარი გენერალთაგან ერთ-ერთთან, დაუჯერებლად ჟღერდა. - ატე'ს. - საოცარი სინყუდროვე შევიგრძენი, თქვენს სასუფეველში, გენერალო .. - არ გინდა ფორმალობა. დამიძახე კა'ესსი. დამიჯერე, იმაზე მეტად ახლოს ვიცნობთ ერთმანეთს, ვიდრე წარმოგიდგენია. ყველა შენი ამღერებული სისხლი, ხანჯლით, სხეულგაცლილ სულს მე ვატარებ მხრებზე. ჩემო ერთგულო მეგობარო. ყველა დაცემულს ცალკე და ჯამში ერთად, დაჰყვება შენი ფიქრების ნაწილაკები. მომიყევი, რა არ გასვენებს. - მერიდება, ჩემი ფიქრებით თქვენი შეწუხება. - ოჰე ! ნეტავ მხოლოდ შენი ფიქრები მაწუხებდეს და მეტი არაფერი, მხიარულო მომაკვდავო. ჰა ! მომწონს შენი სხეულის შემართება, გონების ნოტები, მაგრამ... თვალთა სიღრმეებში რაღაც მძიმე იმალება შენთან. იქნებ გათავისუფლდე. გამიზიარე, ატე'ს. ნუ მამეორებინებ ერთი და იგივეს. თუ ძალიან გიხარია, რომ გენერალს ახვეწნინებ !? ჰა-ჰა - ჩემს მეგობარს არ დავემშვიდობე. ერცენტრის საზღვრებთან ხეტიალი მქონდა გადაწყვეტილი და უცბად თქვენი ანგელოზების სიაში მოვხვდი. - ერცენტრის საზღვრებზე, არ დავკარგავდი შენნაირ მეომარს, ატე'ს. ვინ არის, შენი ძვირფასი მეგობარი ? მოინახულე, მეგობრობა საჭიროა. მე, ეინ'ნი და ეს'სემი, მეგობრები ვართ, უპირველეს ყოვლისა. - თქვენი მეგობრობა იმპერიას აცოცხლებს, დიდო გენერალო. - დიდი ვარ, შენი აზრით ? მაშ ეინ'ნის სიმააღლეები სადამდე ასულა ? ჰაჰა - უკიდეგანოა, თქვენი ყოველივესი. - ნი'ას ნახვა გინდა, ატე'ს ? - ესე იგი მართალს ამბობდნენ, რომ კითხულობთ აზრებს. - პატარა ხარ ჯერ, საიმისოდ, რომ გაიაზრო, ციტადელის გულში შემოსული ქაოსის რაოდენ ჩურჩულს ვუმკლავდებით, სამნი. ქაოსის ნაირქმედების ნაყოფი ხარ შენც, ატე'ს და მთელი ეს სამყაროც. აზრებს არათუ ვკითხულობ შენსას, პატარა ენერგიის ნაწილაკი რომ იყავი, ეგ მომენტი მახსოვს. - თქვენ, გენერლები ? - ჩვენ და სამატორები, ქაოსის შვილები ვართ. შემქმნელმა გამოძერწა ჩვენი სხეულები და გააცოცხლა. უშუალოდ თავისი თითებით. - კი მაგრამ, ციტადელში შემოსული ენერგია, რანაირად გარდაიქმნება .. - შორს წავალთ ეგრე. მოინახულე შენი მეგობარი. როცა საჭირო გახდება, იგრძნობ და დაბრუნდები. ატე'ს, შენ ძლიერ ბევრი გააკეთე ჩვენთვის. მე არ მიყვარს არდაფასება. გაუდექი შენს გზას და იყავი მშვიდად. ძალა ჩემგან ბოძებული, არსად გაქრება. შენს მარჯვენას მუდამ შეეძლება, პლანეტების გახლეჩა. თუ შეიშლები, მე გავხლეჩ შენს გულს შუაზე. მარტივია. ნუთუ გენერალმა კა'ესსმა ჩემი სახელი ახსენა და ნუთუ ამ დროს გააზრებულიც კი ჰქონდა, ვიზე იყო საუბარი. იმპერიელებს შორის უზენაესი, მან ჩემზე ისაბრა. საოცარია. დაუჯერებელიც კი. - არ დაგიძახა ჯერ ? - არც დამიძახებს. - ანუ , დელიკატურად მოგიშორა ? - არა. ნი'ა, უბრალოდ იგრძნო, რაოდენ სიმძიმეში გადაიზარდა ჩემი განცდა. უკონტროლო იარაღი, საშიში იარაღია. მიხვდა, რომ შემეძლო უნორმოდ გამომეყენებინა ის ძალა, რომელიც მიბოძა და დღემდე ჩემთანაა. შავი ანგელოზი, სულიერად ცარიელია. არაფერი გააჩნია. მისი სევდა სამუდამოა და პიკის მომენტში ფეთქავს. ანგრევს არემარეს. ჩემი სიცარიელე კი განწირული არასდროს ყოფილა. სულ მჯეროდა, რომ ოდესმე გნახავდი. ეს კი საშიში რამაა. იმედმომცემი ძალით აფეთქება, ასმაგად მომაკვდინებელია. გენერალი კარგად ხვდებოდა ყველაფერს. მან კარგად იცოდა, რაოდენ ძლიერ მიყვარხარ. - გიყვარვარ, ატე'ს ? 10 წელი რანაირად გაძელი მაშინ უჩემოდ.. - უშენობა მუხტავდა იმ ტალღებს, რომელთა ძალაც ქალაქებს აქრობდა ურჯულო გზაზე დამდგარს. ნუ მახსენებ, რამდენი მომაკვდავი მყავს მიწასთან გასწორებული. რამოდენა მდინარეები მაქვს დანახული სისხლის. რთულია... - აპირებ ერცენტრში დარჩენას ? თუ ისევ უნდა გაუჩინარდე სადმე. - მინდოდა, ცოცხალ-მკვდარ პლანეტაზე გადავსულიყავი და მეცხოვრა ჩემთვის, მაგრამ, შენ რომ გნახე, ჩემს სხეულში ისეთი ქანები დაიძრა, რომელთა სიცოცხლის თავად არ მჯეროდა. - რატომ გაქვს, ეგეთი მკვდარი თვალები, ატე'ს. სად წავიდა ის შენი მზერა, ნათელი, რომლის იმედიც ყველაზე მეტად მქონდა ყოველთვის... - ჩემმა სხეულმა, ისეთი გარდაქმნის პროცესები გადაიტანა, ჩემმა სულმა იმდენი სიმძიმე შთანთქა, საერთოდ რომ ამჩნევ ჩემს თვალებს, ეგეც გასაკვირია. უაზროდ ღრმა ორმოების ლაბირინთში გადავიკარგე, სადაც სინათლე არასოდეს ჩამოსულა. მხოლოდ სიბნელის აჩრდილები გავიცანი ბევრი. ბევრი ვისაუბრეთ, ბევრი კარგი გავიხსენეთ. ატე'სის თვალები სულ უფრო და უფრო ბნელდებოდა. ბოლოს წავიდა, დამპირდა, კიდევ არაერთხელ მოგინახულებო. გავაყოლე სევდა და დარდი, უზომო მის შავ, ანგელოზის ფრთებს. თან გამიხარდა, რომ ისევ ვნახე და თან გავნადგურდი, როცა ვიგრძენი და გავიაზრე, რომ ძველებური ატე'სი, აღარასოდეს დაბრუნდებოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კარგია, ფანტაზიის უნარი გაქვთ კარგია, ფანტაზიის უნარი გაქვთ
2. ჩემთვის, როცა წამომივლის ხოლმე, ვწერ და აქ ვინახავ. დიდი ვერაფერია ) ჩემთვის, როცა წამომივლის ხოლმე, ვწერ და აქ ვინახავ. დიდი ვერაფერია )
1. გამიხარდა პროზა, რომ დავინახე, ცოტა იდება ხოლმე. შემდეგ წავიკითხე და კარგადაც დავიბენი. თქვენს გვერდზე გადავედი და მივხვდი, რომ არსებული ისტორიის გაგრძელება ყოფილა. შინაარსსა და ფაბულაზე ვერაფერს ვიტყვი, დიალოგებზე ალბათ მეტი მუშაობა შეიძლებოდა. წარმატებები :) გამიხარდა პროზა, რომ დავინახე, ცოტა იდება ხოლმე. შემდეგ წავიკითხე და კარგადაც დავიბენი. თქვენს გვერდზე გადავედი და მივხვდი, რომ არსებული ისტორიის გაგრძელება ყოფილა. შინაარსსა და ფაბულაზე ვერაფერს ვიტყვი, დიალოგებზე ალბათ მეტი მუშაობა შეიძლებოდა. წარმატებები :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|