ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერდია არაბული
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2009


ბერიკაცები

დაანთეთ ცეცხლი,
შემოუსხედით და მიუფიცხეთ
ნაჯაფარი ბებერი ხელები.
ამინდზე მაინც იბუზღუნეთ,
ერთმანეთს ესაუბრეთ ხმამაღლა,
მთებმა რომ არ იგრძნონ მარტოობა.
დაანთეთ ცეცხლი
და საკუთარი ჯავრი ხარშეთ
სალუდე ქვაბში.
ცისპირტეხისას კი,
თოფის გასროლით ამცნეთ მთელ თემს,
ჩემი მანდ მოსვლა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები