ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2024


ნარგავი

რომ გაიხაროს, წყვილი არის ბედნიერებად,
და ქვემძრომელი დაგლეჯილი გველის პერანგი,
თუ ღვინო ჯამში მეწამულად შეიფერება,
მაშინ განგება ყოფილიყოს ასე ვერაგი,
როს მეგობრისთვის გაგნებული გზები გათვალა,
და შესახვევი უბიწობის თურმე არაა,
ტყუილის მთქმელი ურწმუნოში თუ კი გაცვალა,
შენი სათქმელი გამგონისთვის დაიბარაა,
რადგან დღეს მითი ლეგენდების მწარე ხიდია,
და არჩევანში გაყიდული ჩვენი ოცნება,
იმ ხიდზე ახლაც ათასებად ისევ მიდიან,
დარჩა სიზმარი დანარჩენის მწარე კოცნებად,
ყვავილი ვნახე უეკლობა მასაც დასჩემდა,
და გაყიდული უფერული ჩუმი ბილიკი,
ირიბი იყო წონა მიწის წყალს რომ აქცევდა,
დამჩემდა ლოცვა და ეშმაკის ასე ქილიკი,
საკითხის მსგავსი უგუნებოდ ასე გავლექსე,
და საკითხავი წიგნი იყო თურმე ბიბლია,
დაფრინავს მთებზე ჯიხვებს ზევით რაღაც სამხეცე,
დაფრინავს ისევ და დაარქვეს მასაც ნიბლია,
თუ კი ის არის,მაშინ არა ასე გეყოფა,
და სახვალიო ეკალივით გადამალული,
ასეა თვალით დანახული სიზმრად ეყოფა,
დაიქცა წვიმა და საყდარის წყება ფარული,
სიჩუმე, ისვე ნაცრისფერი გახდა  ხეობა,
და დარგულია ჩვენი ბუჩქი იქაურია,
თუ გულის მსგავსად დაგიხვრიტეს ასე ზნეობა,
მაშინ დავითიც უსაშველო მეზღვაურია,
ცა მღერის ნანას და ტალღებმა აზრი შეამკო,
მეორედ მოხვალ სადავეებს გადაიბირებ,
ღმერთო თუ გითხარ ამის მთქმელი ასე მე რატომ?
ვიარე მასე და აზრებად განა ვირბინე,
შველოდა წარსულს და ფიქრები აზრთა ბილიკი,
და შესამჩნევი უცილობა სახიერია?
დასდევდა ეშმაკს ჩემებური სუსტი ქილიკი?
არა წვიმაა.და სარეცხად თალხი ერია.

თ.გუბელიძე



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები