ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
8 სექტემბერი, 2024


თეთრი ქიშმირის მოსასხამი

#ლექსები

ნინო დარბაისელი

თეთრი ქიშმირის მოსასხამი
(ქეთევან ირემაძის გახსენება)

ქუჩაში - დილა მოსისხამო,
დრო?! -ალბათ  - მარტის ნასესხები,
ქარ-წვიმა შხეფებს მას ასხამენ,
თვალი ვერ ეხსნება სურათს  ხამი:
ქალი! …მარტოქალი! არა - სხვები,
უდროოდ ჩამქრალი ის სხივები…
თმა - კუნაპეტი და მაჯისსიმსხო,
თბილისს მიმავალი  ეხსომება
ის -  თეთრი ქიშმირის მოსასხამით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები