ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პროზა
12 სექტემბერი, 2024


მეფისტო,ლენტები,შერისხული გამთენია!

  ისევ უდაბნო იყო პასუხი ამ გაუბედურებული ახალგაზრდების სულის სარკეში.ვიდრე შიშმა  სიახლოვე არ აკმარა და ერთიანად მოედო გულიფიცარს იქამდე ელვაც და მეხიც დაიცალა უფსკრულის განთიადზე.ახირებასავით სწრაფად მომედო და მოძღვარივით ნელა წავიდა განთიადი,რამდენს დაუყენა თვალები უკმეხმა სიმფონიამ,რამდენი შერისხა ღმერთმა და მაინც ასე მარტივად რომ ვთქვათ მე გადავრჩი.ახლაც სარეველასავით ყელმოღერებული დავდივარ ქუჩა-ქუჩა და უფრო მეტი რა გეთქმისო რომ მეუბნებიან თავს ვიჭრი.სიყვარულმა დიდი ხნის წინ დატოვა ადამიანი და ეიფორიას ამოფარებული ეს ახალი ბილიკები უფრო და უფრო ემსგავსებიან მარტოობას.სინათლის სხვივი უკვე დიდი ხანია სასწაულია და აქამდე თუ სანთლის შუქის პარპალი გვითბობდა სულს,ახლა სანთლის დანახვაზე მეფისტო და სიყვარული გვახსენდება.
    ეს მე ვარ,ისევ მე და შუქის სიდიადესთან მიახლოებით მართლაც რომ სარეველა,სუსხის მსგავსი უსაქმობა ისევ სინაზე თუ იქნება მერე ალბათ სახეშეცვლილი და უმანკო არავის ვენდომები.მოკლედ დროც ისე გაიპარა როგორც აგვისტოს სიცხეს ნაჩვევი თვალის უპეები და ვითომ მაშინდელივით იქნება გათენება თვალის გახელის მსგავსი თუ ისევ დავხუჭავთ თვალს ნანატრი სიზმრისთვის.

ასეთი ჭექა ქუხილი ცხოვრების ბოლოს მინახავს,
რომ დაცემული საყდრები არავის აღარ წყალობენ,
დავხედე ტორტის ბისკვიტს და შემოტარებულ მინანქარს,
მასაც ფულივით ტკბილად და საჭმელად როდი კმარობენ,
ფარსი და ერის ღირსება ისე ერთია ამ დროში,
როგორც სიყვარულს ნაჩვევი ქალწულის ბაყვი და ტუჩი,
მე ვერ ვიხილე სიწმინდე მაგის ხილვის და ამბორში,
ვნებას იქარვებს იოგით და ზოგი ხტუნავს ბატუტში,
შენი სინათლის ხილვისას მე შუქი ზურგზე მომედო,
და ლაპარაკის მაგვარი ეგ შენი ჩუმი აზრები,
ასე მგონია გიხმარე როცა მაცვია სორედო,
და გაიფანტა უშვერი შენდამი ყველა ზრახვები,
ახლა გავხედოთ მკათათვეს გასიებულს და ერთიანს,
წინ ვარ,არ არის მართალი თავისუფლების აკრძალვა,
თუ ბავშვი ვარ და აკრძალვას კანონის სახით მეტყვიან,
მერე ვიცინებ ჩადენას თუ კი ამცდება დაკრძალვა,
ახლა შიშს მიაქვს ედემი,ხიდები შუქის ჩატეხეს,
და შემოდგომის ხიბლივით ნატეხი შაქრის ჩაიში,
ვიცი განდგომა უფლისა თუ კი კურო ხარ აგტეხეს,
ჯობდა წაეღო  ვერაგ წყალს გომბორის მთა და ხაიში,
ხელი აღარ მაქვს მომტეხეს,გარე ჭრილობა ყოფილა,
ზედ დამაყარეს მარილი და ახლა ლეკვი მილოკავს,
თუ კი ზეზვა ხარ იცოდე ნაყოფი გამოყოფილა,
და თუ ადამი კარგი ხარ,შენ გამიკრასკავს შილოპკას.

თ.გუბელიძე





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები