ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
10 სექტემბერი, 2024


ალექსანდრე მაკედონელი საქართველოში

          ალექსანდრე მაკედონელი საქართველოში

ფესტოსის დისკოს გაშიფვრის პროცეში, საქართველოს ისტორიის გაყალბების არნახულ მასშტაბებს გადავაწყდით, ვეცდენით ყველაფრის გამომზეურებას

გაყალბების, არა თუ მხოლოდ საქართველოისა, მსოფლიოს ისტორიისა, მასშტაბები ადვილი წარმოსადგენი იქნება, როცა ბოლომდე  გაეცნობით  ალექსანდრესთან დაკავშირებით, უკვე დოგმად ქცეულ, აქამდე არსებულ, ,,ბეჭდით“ დადასტურებულ, წყალგაუმტარ ინფორმაციას. ნერვებზე გაიფხრიწები და ბოღმა დაგახრჩობს. იცის ისტორიამ ასეთი ფანდები, ვიღაც ხიხო, დროში დაკარგული ბოგანო, ან მათი კონგლომერატი,  კაცობრიობის ცივილიზაციის ვითომდა ფუძემდებელნი, თავს ბანოვანად შემოგასაღებს. მიდი მერე და ამტკიცე საწინააღმდეგო.

,,ხოლო ოდეს სძლო ალექსანდრემან დიდმან მაკედონელმან მესამედ დარიოსს მეფესა სპარსთასა და მოიკლა დაროზ ლტოლვასა შინა ბესი ვინმე დიდებულისაგან თვსისა, შემდგომად მისსა მოვიდა საქართველოსა ზედა* დარუბანდის გზით, ადგილსა რაღად წოდებულსა (რომელსა აწ არაყებად უწოდენ) და მოვიდა მუნით კირო-პოლად, რომელიცა იყო მამულსავე შინა ივერიისასა ალვანიასა შინა“ (გვ. 109-110)
ამ ამონარიდის (ქვემოთაც განვაგრძობთ) დიდი მოცულობისა გამო, საჭიროდ ჩავთვალეთ, შიგადაშიგ შეჩერება და განმარტებების გაკეთება, რათა უკეთ შევიგრძნოთ გაყალბების ,,საოცარი არომატი“, ჟინს რომ მოგიმძლავრებს და ბილწსიტყვაობის იშტაზეც დაგაყენებს.

მესამედ ძლევა დარიოსისა მოხდა ძვ.წ. 331 წელს, გავგამელის ბრძოლაში, თუმცა ეს ბრძოლა გავგამელის ველზე გაიმართა თუ არა, დადასტურებული არ არის. ჩვენც ამ მწირი მონაცემებით შემოვიფარგლებით. ვარაუდობენ, რო ის მდებარეობდა ქალაქ მოსულსა და არბელას შორის.

დარისო III მოკლა ბესმა. ამის შემდგომ მოვიდა ალექსანდრე საქართველოსა ზედა. დარუბანდის გზით, რაღად წოდებულსა ადგილსა, რომელსაც აწ არაყები ჰქვია.
ვერც რაღას ადგილმდებარეობა დავადგინეთ ჯერ-ჯერობით და ვერც არაყებისა, კიროპოლზე ხომ ზედმეტია საუბარი.ისეა უცხოელ, ძველთა და ახალთა ისტორიკოსთა ტექსტები შენიღბულ-დამახინჯებული, უფრო  ერთმანეთს გამორიცხავენ, ვიდრე ავსებენ. მხოლოდ მცირედი ნაწილია ,,ნათელი“.  ვეცდებით ეს სხივი, ვითარცა მოკიაფე სანთლი სშუქისა შევამჩნიოთ და მართებული დასკვნებიც გამოვიტანოთ.

თუ დააკვირდით  ,,ბატონიშვილიდან“, ზემოთ წარმოდგენილ ამონარიდს, გაიკვირვებდით ალბათ, ,,მოვიდა მუნით კირო-პოლად, რომელიცა იყო მამულსავე შინა ივერიისასა ალვანისა შინა“. ჩვენ არ გაგვკვირვებია, ამ ცნობამ გაგვახარა კიდეც, ჩვენს მამულში, საქართველოში მოვიდაო. გავიხსენოთ ქართლოსისამდა მისი ძმებისა და შვილების განსახლება კავკასიაში. აღნიშნული მხარე, ვიდრე კასპიის ზღვამდე ეკუთვნოდა კახოსს, ანუ ალექსანდრეს დროისათვის იქ მცხოვრებ ქართველთა შთამომავლობას.

უცხოელ ,მემცნიერთა“  მხრიდან საქართველოს, თუნდაც უძველესი ისტორიის არცოდნა - არცოდვაა, მაგრამ საბჭოთა ისტორიკოსების მხრიდან ამ საკითხებზე წაყრუება - დანაშაული. ყველგან ვარაუდობდნენ კიროპოლისის არსებობას, დაწყებული თანამედროვე ტაჯიკეთიდაn, აქეთ, დასავლეთისკენ, გარდა კასპიის ზღვის რეგიონისა (თანამედროვე აზერბაიჯანი), სადაც განსახლებული იყო ქართველური ეთნიკური ხალხი.

განვაგრძოთ ტექსტის ციტირება: ,,აღიღო კიროპოლი და მოიწყლა თვთ ალექსანდრე ქვითა კისერსა ზედა“ (გვ.

კიროპოლის აღებისას ალექსანდრეს კისერში მოხვდა ქვა, სავარაუდოდ შურდულიდან ნასროლი.

ვნახოთ, როგორ აქვს აღწერილი ეს ფაქტი პლუტარქეს თავის ,,რჩეულ ბიოგრაფიებში“:
,,ერთხელ კიდევ ქვა მოხვდა კისერში (საუბარია ალექსანდრეზე. ავტორები) ისე, რომ თვალებზე ბინდი გადაეკრა (პლუტარქე. ,,რჩეული ბიოგრაფიები“ გვ. 435).

ამ მცირე ინფორმაციაში ტკივილზეც კია საუბარი, ოღონდ არაფერი ადგილმდებარეობაზე ან სად გამართულ ბრძოლაზე. პლუტარქეს ,,უბრალო მოკვდავები“ არ აიმნტერესებდა, ბერძენთა განდიდება ანაც რომაელთა იყო მისი მთავარი ფიქრი და საზრუნავი. ჩვენ ხომ ბარბაროსებს გვიწოდებდა.

მას არც კასპიის ზღვის რეგიონი აქვს დაზუსტებით დასახელებული: ,,ალექსანდრემ ამის შემდეგ რჩეული მხედრობით ფეხი ჰირკანიაში შედგა. აქ იხილა ზღვის უბე, რომელიც პონტოზე მცირე ჩანდა, მაგრამ მისი წყალი სხვა ზღვების წყალზე უფრო მტკნარი იყო. ალექსანდრემ ამ ზღვაზე სარწმუნო ვერაფერი შეიტყო და ყველაზე უფრო მართებულად ის მოეჩვენა, რომ შეიძლება ის მეოტისის ტბის ნაწილი ყოფილიყო. სხვათაშორის ბუნებისმეტყველებმა იცოდნენ ჭეშმარიტება და ისინი ჯერ კიდევ ალექსანდრეს ლაშქრობამდე მრავალი წლით ადრე მოგვითხრობდნენ იმ ოთხი უბიდან, რომლებიც გარე ზღვიდან ხმელეთში არიან შეჭრილნი, ყველაზე უფრო ჩრდილოეთით მდებარეობს ის, რომელიც ჰირკანიისა ანუ კასპიის ზღვად იწოდებაო“ (პლუტარქე. რჩეული ბიოგრაფიები. გვ. 433-434). 

ჩვენი პატივისცემა პლუტარქეს, მაგრამ რასაც ის მოგვითხრობს ისტორიული ბელეტრისტიკაა, თუმცა ,,მოსახმარი ჭკუისთვის“, მადედანაც, ,,მარგალიტების“ ამოკრებაა შესაძლებელი. ამაში მალე დაგარწმუნებთ.

მივუბრუნდეთ ჩვენს საქმეს: ,,იავარ-ჰყო სრულად კიროპოლი და აღფსვრა ძირითურთ. განადიდა ალექსანდრემან ზღვის - კარი, ესე იგი დარუბანდი და აღაშენა უვრცელესად და უწოდა მას ალექსანდრია, ვინაითგან იდგეს ქალაქსა მას შინა სრულად მცხოვრებელნი ქართველნი კახოსის ნათესავთაგანი (ვინაიდგან მას ადგილადმდე არს სამზღვარი კახოსისა) მცხოვრებნი მუნებურნი შეიყვარა ფრიად ალექსანდრემან“ (გვ. 110).

ალექსანდრემ იავარ-ჰყო კიროპოლისი და ძირ-ფესვიანად დაანგრია. განადოდა ზღვის - კარი ანუ დარუბანდი, განავრცო და აღაშენა და უწოდა თვისი სახელი. ამ ქალაქის მცხოვრებნი იყვნენ ქართველები, კახოსის მოდგმა - მუნებურნი, შეიყვარა ისინი მაკედონელმა.

ამ ტექსტიდან, ჩვენი ვარაუდით, გაირკვა ის, რომ კიროპოლისი სადღაც კასპიის ზღვის დასავლეთ რეგიონში, დარუბანდთან სიახლოვეს მდებარეობდა. ის დაანგრია ალექსანდრემ და ააღორძინა დერბენდი, შემდგომში ალექსანდრიად წოდებული.
აქ, ჩვენი აზრით, როცა დერბენდში მოვიდა ალექსანდრე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც მოხდა. მას ქართველებმა ცხენი მოპარეს. მისი ერთგული მეგობარი - ბუცეფალა.

მოვიშველიოთ პლუტარქე: ,, აქ, ჰირკანიაში, ვიღაც ბარბაროსები უეცრად თავს დაესხნენ იმ მაკედონელებს, რომელთაც მეფის ცხენი ბუკეფალა მიჰყავდათ და პირუტყვიწაართვეს. ამან ალექსანდრე ფრიად შეაწუხა, მან მაცნე გაუგზავნა ბარბაროსებს და დაემუქრა, თუ ცხენს არ დაუბრუნებდნენ, ყველას ცოლშვილიანად ამოჟლეტდა; მაგრამ როცა ბარბაროსები მოვიდნენ, ცხენი მოუყვანეს და ქალაქებიც ჩააბარეს, იგი ალერსიანად მოექცა ყველას და ცხენში გამოსასყიდიც კი მისცა იმათ, რომლებმაც იგი გაიტაცეს“ (პლუტარქე. რჩეული ბიოგრაფიები. გვ. 434).

ეს იფორმაცია შევადაროთ ზემოთას, ბატონისეულს. დარუბანდის მცხოვრებნი შეიყვარა ალექსანდრემ, მათი ქალაქი კი არ დაანგრია, აღაშენა კიდეც, ანუ,  ეს იმიტომ მოიმოქმედა სავარაუდოდ, რომ ამ ქალაქის მცხოვრებნი უომრად დანებდნენ მას და შეწყალება სთხოვეს, თანაც მას მოპარული ბუცეფალაც (ბუკეფალა) დაუბრუნეს.
დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ პლუტარქეცა და თეიმურაზ ბატონიშვილიც ერთიდაიმავე საკითხზე საუბრობენ, მათი ცნობები ერთმანეთს ავსებს.

საოცარია, იმთავითვე მაგრები ვყოფილვართ ქართველები ცხენების პარვაში. ამ საქმის დაწყება, მსოფლიოს დამპყრობლის ცხენის ქურდობით, ისტორიის მეხსიერებისთვის სწორედ რომ ღირსეული საქციელია, აბა დამარცხებული დარიოსის ცხენის მოპარვა, რა დიდი ბედენაა?
  (გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები