ანა ახმატოვა - ხელობის საიდუმლოებანი
9. ოსიპ მანდელშტამს
ვით ბარძიმის წინ, მათზე ვიხრები, ჩანაწერებით ნასიამები - სისხლში მოთხვრილი ჭაბუკ გმირების ესაა მრუმე, ნაზი ამბები.
იმავე ჰაერს ქიმთან უფსკრულის ჩავისუნთქავდი შუაღამობით, იმ ცარიელ და სასტიკ უკუნში, სადაც არავინ მოვა ნახმობი.
ო, რა საამო სუნი იკმევა მიხაკის, უწინ დანასიზმრალის, წრეზე როკვაა ევრიდიკეთა, ევროპე კუროს მიჰყავს სრიალით.
ჩვენი ლანდები დევნა ღალატმა, ნევისკენ მიქრის გუნდი მილეთის, მიეხეთქება ნევა ტალატანს, აი, სამოთხის შენი ბილეთიც.
გასაღებები დაცლილ სადგომის, რაც არ გჭირდება მარტვილს, დაფლეთილს, იდუმალ ლირის ჟღერა სანდომი, ისმის მდელოზე მოუსავლეთის.
13 სექტემბერი, 2024 წ.
ოსიპ მანდელშტამი (1891 ― 1938, გარდაიცვალა საბჭოთა გულაგში)
ევრიდიკე - ჰომეროსის მეუღლე
Анна Ахматова - ТАЙНЫ РЕМЕСЛА
9. Осипу Мандельштаму
Я над ними склонюсь, как над чашей, В них заветных заметок не счесть — Окровавленной юности нашей Это черная нежная весть.
Тем же воздухом, так же над бездной Я дышала когда-то в ночи, В той ночи и пустой и железной, Где напрасно зови и кричи.
О, как пряно дыханье гвоздики, Мне когда-то приснившейся там, — Это кружатся Эвридики, Бык Европу везет по волнам.
Это наши проносятся тени Над Невой, над Невой, над Невой, Это плещет Нева о ступени, Это пропуск в бессмертие твой.
Это ключики от квартиры, О которой теперь ни гугу... Это голос таинственной лиры, На загробном гостящей лугу.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|