ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2024


რეკვიემი - პეტრარკული სონეტი პაატა გერგაიას

#ლექსები
Nana Gergaia
Paata Gergaia

განვიცადე პაატა გერგაიას წასვლა,  ორიოდე დღეში მისი დაბადების დღე ახლოვდება და იმ დროს მეეჭვება,  ფეიბუქი მქონდეს.  მისნაირი მკითხველი სულ რამდენიმე მყოლია ცხოვრებაში.  ფართო ერუდიციასთან ერთად, პოეტის  მახვილი თვალი და ყური ჰქონდა, როგორც მკითხველს, როგორც პოეტს - თავისივე ბადალი მკითხველი სჭირდებოდა.
მე  - ვერ გამოვადგებოდი.
    ახლა შევედი მის გვერდზე,  კიდევ ერთხელ წავიკითხე რაღაცეები და  მის თემებსა და განწყობებს ყველაზე კანონიკური - პეტრარკას სონეტის (აბბა, აბბა, სდე, სდე) მოდერნიზებული ვარიანტი მოვარგე. ვინც სონეტის ჟანრობრივ ამბებში ერკვევა, უცებ მიხვდება, რას ვგულისხმობ.
ნათელში იყოს ბატონი პაატა!

ნინო დარბაისელი

რეკვიემი
(პეტრარკული სონეტი პაატა გერგაიას)

ოდნავ გათენდა  და  გამოჩნდა  პაატა.
ბალახში კუნტრუშებს პატარა ბატკანი.
ჩიტი აგალობდა? რომელი მათგანი?
ჯერ ცივა და სუსხი ძვლებამდე გაატანს.

ხმებით ათასგვარით ივსება სამყარო.
ამ ხმებში შრიალებს ბალახი და ჩალა,
მზემ  ამოანათა და ნისლი დაშალა,
ნათელს შეერიე? -  შენც? - გულო საპყარო!

დაბლა - ყვავილები უშენოდ ხმებიან,
მაღლა - ცის ორკესტრი ჟღერს თავგამოდებით,
კენტ ჰანგად ქცეული სივრცეს მოედები.

ამღერდა კოსმოსი, ღმერთო, რა ხმებია!
დასცქერ დედამიწას, თანდათან შორდები
და თავდახრილები დგანან პოეტები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები