ანა ახმატოვა - აქ კარგია: ხრაშუნიც და შრიალიც
აქ კარგია: ხრაშუნიც და შრიალიც, გადათეთრდა არემარე ბარდნებით, მოიხრება ბუჩქი სპეტაკ სიალით ყინულოვან, თვალისმომჭრელ ვარდების.
გამახსენებს თხილამურთა ნაკვალი ფაფუკ თოვლით გადაპენტილ მინდორში, რომ გასულა საუკუნე მრავალი მას მერე, რაც აქ ჩვენ ერთად ვიდოდით.
17 ოქტომბერი, 2024 წ.
Анна Ахматова - Хорошо здесь: и шелест, и хруст
Хорошо здесь: и шелест, и хруст; С каждым утром сильнее мороз, В белом пламени клонится куст Ледяных ослепительных роз.
И на пышных парадных снегах Лыжный след, словно память о том, Что в каких-то далеких веках Здесь с тобою прошли мы вдвоем.
1922 г.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|