ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
18 ოქტომბერი, 2024


Михайл Лермонтов - Спасибо вам за то, что не любили

მიხეილ ლერმონტოვი - გმადლობთ იმისთვის, რომ არ გიყვარდით

გმადლობთ იმისთვის, რომ არ გიყვარდით,
უყვარულობის გამო არ ვძრახავთ,
გმადლობთ, საწუთროს ზაკვას მიმხვდარი,
ისევ ვაგრძელებ სიცოცხლეს რახან.

გმადლობთ, რომ უკვე ვერ ვიმეგობრებთ,
გვაკავშირებდა თუმც ბევრი რამე,
რომ ვეღარ ვნახავთ ერთიმეორეს,
ჩემთან რომ არ ხართ არც ერთი ღამე.

დანაყვედრები გიქებთ საქციელს,
კადნიერებით რადგან ჯვარს მაცვა, 
რომ შორებელად გადამაქციეთ
და დავიოკე ტრფიალი მკაცრად.

გმადლობთ, რადგანაც ამ ბწკარებს სადმე
ვეღარასოდეს ვერ გაეცნობით,
ვერ დავიბრუნებთ რადგან ჩვენს განცდებს,
უკვალოდ გამქრალთ ამდენ შეცდომით.

გეცხოვროთ ლხენით, ლაღად, სიწყნარით!
არ მეკარება მადლობელს წყენა,
გმადლობთ იმისთვის, რომ არ გიყვარდით
და შეყვარებას ვერ შევძლებ ქვეყნად.

18 ოქტომბერი, წმ. გრიგოლ ხანძთელის ხს. დღე, 2024 წ.


Михайл Лермонтов -
Спасибо вам за то, что не любили

Спасибо вам за то, что не любили.
За нелюбовь нельзя корить.
Спасибо, что на мир глаза открыли,
За то, что я продолжил дальше жить.

Спасибо, что не станем мы друзьями…
Ведь слишком много связывало нас.
Спасибо, что не вместе мы ночами,
За то, что я один сейчас.

Благодарю за дерзкие упрёки,
За ваш непримиримый нрав,
За то, что стал для вас далёким,
Любовь свою жестоко обуздав.

Благодарю за то, что не прочтёте
Вы этих строк нигде и никогда.
За то, что чувства наши не вернёте,
Они почти исчезли без следа.

Желаю, чтобы счастливо вы жили!
А я не устаю благодарить…
Спасибо вам за то, что не любили
И мне вновь никогда не полюбить.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები