იაზრებენ აგვისტოს,ახლო არის ტკივილად, რომ დაცემა ყოველის,საფიქრია ხევები, გასკდომაზე მუცელი დარჩენილი ტირილად, დასჩემდება სამყაროს ეს მავნე და ჩვევები, უსაყდარო ხიდები ასე არვის წყალობენ და სამყაროს კიდეა დაცემული წყალობა, თუ გაიქცა აგვისტო დამიჯერე ჩქარობენ, დასჩემდება მცხეთობის სამიჯნურე ქალობა, რომ საყდარი ედემის, უფრთო მასკს რომ წააგავს, და საშველი აგვისტო ამბის იქით კიდეა, გამართლებას არ ვეძებ დაიქცევა ჰააგა, თუ სამყარო ერთია სადაც გაიყიდეა უსაშველო ტკივილის სიტყვით, ალეგორია, რომ უცნობი ხევების, ჩქამის იქით მაისი, მე ასე ვარ დავეცი,სადღაც გამიგონია, ვინც დაეცა მიწისთვის ,წამოდგება თავისით, ბაირონის ლექსები ისე შემომეჩვია, როგორია არვიცი და ახლა წვიმს მაისად, აღარ ვებრძვი დაცემულს და ახლა მე მეტყვიან, თუ ცოდვაა ადამის, მე დავასწრე ხალისად, ეშხიანი ხევები სახეს თუ კი წააგავს, ასე ითქმის სიმართლე და ჩაქრება გაისად, პითონების ბინაა დღეს სამზერი ჰააგა, თუ სისხლია მჩქეფარე დაიღვება თავისად, საყვედური გარისკა და წამია ივნისი, სისხლის იქით ხეობა, შარლატანი ესოდენ, დაიღვრება ხედებად ნაწამები თბილისი, როცა ამით ვიბრძოლებ,სანამ ტყვიას მესროდნენ... თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. დარდიანი და ფიქრიანი ლექსი. დარდიანი და ფიქრიანი ლექსი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|