ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
23 ოქტომბერი, 2024


Анна Ахматова - Царскосельская статуя

ანა ახმატოვა - ცარსკოე სელოს ქანდაკება

ნ.ვ.ნ.-ს

მოეფინება გედის ტბის სივრცეს
ნეკერჩხლის მჭკნარი ფოთლები ირგვლივ,
დამწიფებული ნაყოფით ცირცელს
შეეღებება სისხლისფრად ჩირგვი. 

გადაუდია მას ფეხი ფეხზე,
თვალისმომჭრელად კენარს და ნარნარს,
ზის ჩრდილოეთის ქვაზე და შემზერს
გახევებული მუდმივად შარას. 

ვიდექი განცდით ბუნდოვან კრძალვის
ნაქებ ასულის წინაშე მწუხრში,
დასთამაშებდა ნაზ მხრებზე ნათლი
ჩამავალი მზის ფერგამკრთალ შუქის.

ვით შევუნდობდი ძეგლს ქებას შენდარს,
ტრფიალით სავსეს, ნათქვამს წყობილად,
შეხედე, ამხიარულებს სევდა
ზარზეიმურად დედიშობილას.

23 ოქტომბერი, 2024 წ.

ნ.ვ.ნ. – ნიკოლოზ ვლადიმერის ძე ნედობროვო.


Анна Ахматова - Царскосельская статуя

Н.В.Н.

Уже кленовые листы
На пруд слетают лебединый,
И окровавлены кусты
Неспешно зреющей рябины,

И ослепительно стройна,
Поджав незябнущие ноги,
На камне северном она
Сидит и смотрит на дороги.

Я чувствовала смутный страх
Пред этой девушкой воспетой.
Играли на ее плечах
Лучи скудеющего света.

И как могла я ей простить
Восторг твоей хвалы влюбленной…
Смотри, ей весело грустить,
Такой нарядно обнаженной.

1916 г.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები